"ოცნების" პარლამენტმა Fara-ს კანონპროექტი გამოაქვეყნა — რა წერია ამერიკულ კანონში?
ქართული ოცნების პარლამენტმა ამერიკული Fara-ს (Foreign Agents Registration Act) თარგმანი გამოაქვეყნა, რომელსაც "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ჰქვია.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან, რომლის მიხედვით, "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა დაისჯება ჯარიმით 5-დან 10 000 დოლარამდე ან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კანონპროექტში კვლავ ფიგურირებს სიტყვა "აგენტი", რომელიც 2022 წელს ხალხის ძალის მიერ ინიციირებულ "რუსული კანონის" პირველად ვერსიაში იყო (კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტებზე") და რომელსაც შემდეგ სახელი გადაერქვა და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი" ეწოდა.
ამერიკულ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" კანონპროექტში შეხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორიცაა — "უცხოური პრინციპალის აგენტი", კონგრესი, იუსტიციის დეპარტამენტი, აშშ-ის შტატები და ა.შ. ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ამერიკული Fara-ს სიტყვა-სიტყვითი ნათარგმნია და კანონის განხილვის პროცესში დაიხვეწება და მოერგება ქართულ რეალობას.
FARA-ს კანონპროექტის მიხედვით, მის აღსრულებაში აშშ-ში იუსტიციის დეპარტამენტი მონაწილეობს, საქართველოში მსგავსი დეპარტამენტი არ არსებობს. კანონპროექტის მიხედვით, კანონი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს ამოქმედდება და მას ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს.
რას გულისხმობს ტერმინები "უცხოური პრინციპალი", "უცხოური პრინციპალის აგენტი", "უცხო ქვეყნის ხელისუფლება"?
"უცხოური პრინციპალი" — გულისხმობს: უცხო ქვეყნის ხელისუფლებასა და უცხოურ პოლიტიკურ პარტიას, საპარტნიორო გაერთიანებას, ასოციაციას, კორპორაციას, ორგანიზაციას ან პირთა სხვა სახის გაერთიანებას, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით, ან რომელსაც საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყანაში აქვს.
"უცხოური პრინციპალის აგენტი" კი ნიშნავს: ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე, ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად; ასევე, პირს, რომლის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ, არის მის მიერ მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად და, რომელიც პირდაპირ ან სხვა პირის მეშვეობით.
კანონპროექტის მიხედვით, "უცხო ქვეყნის ხელისუფლება" გულისხმობს ნებისმიერ პირს ან პირთა ჯგუფს, რომლებიც ნებისმიერ ქვეყანაზე, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ან ქვეყნის გარკვეულ ნაწილზე, სუვერენულ დე ფაქტო ან დე იურე პოლიტიკურ იურისდიქციას ახორციელებენ.
რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს უცხოური პრინციპალის აგენტის სარეგისტრაციო განცხადება ?
კანონპროექტის სარეგისტრაციო განცხადებაში წერია, რომ ყოველმა პირმა, რომელიც ხდება უცხოური პრინციპალის აგენტი, 10 დღის განმავლობაში, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს სარეგისტრაციო განცხადების ასლი ფიცის ქვეშ, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დადგენილი ფორმით.
სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
• განმცხადებლის სახელი, პრინციპალის ბიზნეს მისამართი და მასთან დაკავშირებული ყველა სხვა ბიზნეს მისამართი;
• განმცხადებლის სტატუსი; ფიზიკური პირის შემთხვევაში — ეროვნება. საპარტნიორო გაერთიანების შემთხვევაში — სახელი, საცხოვრებელი მისამართი, თითოეული პარტნიორის ეროვნება და თანაპარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების ნამდვილი და სრული ასლები;
• ყოვლისმომცველი განცხადება განმცხადებლის საქმიანობის არსის შესახებ, ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლების სრული სია და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის განსაზღვრება; სახელი და მისამართი ყველა იმ უცხოური პრინციპალისა, ვისთვისაც განმცხადებელი ახორციელებს, ვარაუდობს რომ ახორციელებს ან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს საქმიანობას;
• იმ შემოსავლების, შემოწირულებების, ფულის ან ღირებული ნივთების წარმომავლობა და მათი ოდენობა, რომლებიც განმცხადებელმა უცხოური პრინციპალისგან მიიღო უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში კომპენსაციის ან დანახარჯების ან ნებისმიერი სხვა სახით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მითითებული უნდა იყოს;
• დეტალური განცხადება ყველა იმ აქტივობის შესახებ, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს, მიიჩნევს რომ ახორციელებს ან თანხმდება მათ განხორციელებას საკუთარი ან სხვა პირის მიზნების,გარდა უცხოური პრინციპალის მიზნებისა, შესასრულებლად. რომელიც ავალდებულებს მას, დარეგისტრირდეს წინამდებარე კანონის მოთხოვნების მიხედვით, ნებისმიერი იმ პირის სახელი, საქმიანობის და რეგისტრაციის მისამართი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში კი - ეროვნება გარდა უცხოური პრინციპალისა, რომლის ინტერესების შესაბამისადაც განმცხადებელი ახორციელებს ან მიიჩნევს რომ ახორციელებს, ან თანხმდება, რომ ახორციელებს საქმიანობას, რომელიც, წინამდებარე წესების მიხედვით, მის რეგისტრაციას საჭიროებს.
უცხოური პრინციპალის ყველა აგენტი, რომელმაც შეავსო სარეგისტრაციო განაცხადი, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდგომ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მის მიერ განსაზღვრული ფორმით, დამატებითი ინფორმაცია წარუდგინოს.
ვისზე არ ვრცელდება "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" მოთხოვნები?
მოთხოვნები არ გავრცელდეს უცხოური პრინციპალის შემდგომ აგენტებზე: ა) დიპლომატიური ან საკონსულო მოხელეებზე, უცხო ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირებზე, დიპლომატიური ან საკონსულო მოხელეების პერსონალი, რელიგიური, სასწავლო ან სამეცნიერო საქმიანობა და სხვ.
აღსრულება და ჯარიმები
კანონპროექტის შესახებ, ნებისმიერი პირი, რომელიც: 1) განზრახ არღვევს აღნიშნული კანონის რომელიმე მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს, ან 2) ნებისმიერ სარეგისტრაციო განცხადებაში, დამატებით დოკუმენტაციასა ან ნებისმიერ სხვა სახის დოკუმენტში, რომელიც წარდგენილია ან მიწოდებულია იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის წინამდებარე კანონის შესაბამისად და მასში განზრახ არის არსებითი ფაქტის შესახებ მცდარი ინფორმაცია ჩაწერილი ან განზრახ არის გამოტოვებული ნებისმიერი ფაქტი, ან არ არის წარდგენილი იმ დოკუმენტთა ასლები, რომელიც უნდა იყოს მითითებული მასში, ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს 5 წლის ვადით, ან შესაძლოა ორივე ერთად. აღნიშნული კანონის 614-ე მუხლის „ბ“, „ე“ ან „ვ“ პუნქტებით განსაზღვრული რეგულაციების დარღვევისას, ან ამ მუხლის „ზ“ ან „თ“ პუნქტის დარღვევისას, სასჯელი განისაზღვრება ჯარიმით, რომლის ოდენობა არაუმეტეს 5000 აშშ დოლარს შეადგენს, ან თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს ექვსი თვის ვადით, ან შესაძლოა ორივეს ერთად.
ოცნების პარლამენტმა ამერიკული FARA-ს ქართულენოვანი თარგმანი — "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" 24 თებერვალს დაარეგისტრირა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფრაქცია ქართული ოცნება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, დამატებით საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა, რათა განისაზღვროს ის ორგანოები, რომლებიც საქართველოს რეალობიდან გამომდინარე პასუხისმგებელი იქნებიან კანონის აღსრულებაზე.
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პროექტი "არის FARA-ს სიტყვასიტყვითი თარგმანი, ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და ყველა წერტილი არის აშშ-ში მოქმედი კანონის იდენტური".
"ნებისმიერი სპეკულაცია, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს, რაც საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება, ამით დასრულებული იქნება", — თქვა პაპუაშვილმა.
ამავე თემაზე:
- მამუკა მდინარაძე: ჩვენ სიტყვა-სიტყვით ვთარგმნეთ ამერიკული კანონი და მომავალ კვირაში დაინიცირდება ამერიკული FARA-ს სიტყვასიტყვით ნათარგმნი ვერსია
- ირაკლი კობახიძე: საუკეთესო საშუალებაა, ამერიკული FARA-ს პირდაპირ კოპირება
- "ქართული ოცნება" მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას აანონსებს
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა

კომენტარები