ტრამპი დათანხმდა ზელენსკის მოთხოვნას Patriot-ის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე
ფოტო: The Guardian
ოთხშაბათს უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ტრამპი დათანხმდა ზელენსკის მოთხოვნას Patriot-ის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე. მხარეები შემდეგ შეხვედრას საუდის არაბეთში გამართავენ.
უკრაინისა და ამერიკის ლიდერებმა მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ მას ჰქონდა "ძალიან კარგი" საუბარი ზელენსკისთან, რომელიც დაახლოებით ერთი საათის გაგრძელდა.
"დისკუსიის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. "ჩვენ სწორ გზაზე ვართ", — წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, რომ საუბარი ტრამპთან იყო "პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი და გულწრფელი".
"პრეზიდენტმა ტრამპმა გამიზიარა პუტინთან საუბრის დეტალები და განხილული ძირითადი საკითხები. ომის სრული დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ იგი", — განაცხადა ზელენსკიმ.
სამშაბათს ტრამპმა მეორე საუბარი გამართა პუტინთან მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გახდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო ამერიკელი ლიდერის წინადადება, გამოეცხადებინათ მორატორიუმი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებზე როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში.
ოთხშაბათს, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი დაადანაშაულეს უპილოტო თვითმფრინავებით ტერიტორიების დარტყმაში, მიუხედავად ტრამპის ინიციატივისა, თავი შეიკავონ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისგან.
ზელენსკიმ ახლა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ორმხრივი თავდასხმების მორატორიუმს.
"ჩვენმა გუნდებმა განიხილეს ეს ნაბიჯი ჯედაში. ამერიკულმა მხარემ ასევე შესთავაზა ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ფრონტის ხაზზე და უკრაინამაც მიიღო ეს წინადადება", — წერს ის X-ში. "მე ასევე მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე სიტუაციისა და რუსული დარტყმების შედეგების შესახებ".
რა თქვეს რუბიომ და ვალცმა ზელენსკისა და ტრამპის საუბრის შესახებ?
თეთრმა სახლმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მაიკ უოლცის სახელით, სადაც უფრო დეტალური ინფორმაცია იყო აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შესახებ.
მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის განცხადება ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე
ფოტო: Alex Raufoglu
ტექსტი იწყება სიტყვებით, რომ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, დაწყებული ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებით, პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს.
გარდა ამისა, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს:
"მათ განიხილეს სიტუაცია კურსკში და შეთანხმდნენ მჭიდროდ გაეცვალათ ინფორმაცია მათ თავდაცვის შტაბებს შორის ბრძოლის ველზე ვითარების შესახებ".
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ ითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები თავისი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას იმის გასარკვევად, თუ რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში".
"ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე ენერგეტიკის სექტორში. უახლოეს დღეებში, ორივე მხარის ტექნიკური ჯგუფები შეხვდებიან საუდის არაბეთში, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაში ცეცხლის სრული შეწყვეტისკენ".
თეთრი სახლის სპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან თანამშრომლობას, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში.
"პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან მისი საუბრისა და განხილული საკვანძო საკითხების შესახებ. მათ განიხილეს მდგომარეობა კურსკში და შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სტრუქტურებს შორის ინფორმაციას გააზიარებენ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან თანამშრომლობას, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში", — განაცხადა კეროალინ ლევიტმა
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები