რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე

12 Mar. 2025, 16:24

"ციხეში მოხვედრა სულაც არ არის კატასტროფა. კატასტროფა ისაა, როდესაც შენი თანამემამულეები შენი ქვეყნის, შენს გადასარჩენად იბრძვიან და ამ დროს სახლში ხარ, ბრძოლას გაურბიხარ, იმალები... ციხის კედლებს ოდესმე დააღწევ თავს, აი, სიმხდალით გამოწვეულ სინდისის ქენჯნას კი ვერასდროს, მთელი ცხოვრება გაგყვება სინანული ჩრდილში დგომის, სინანული შეწყვეტილი ბრძოლის. წლების შემდეგ, როცა უკვე აღმდგარი და აყვავებული იქნება ქვეყანა და კადრებით, ფოტოებით, ჩანაწერებით იხსენებ, თუ როგორ მოხდა ეს, გული არ დაგწყდება წვლილი რომ არ მიგიძღვის მის გადარჩენაში? შეიძლება, საკუთარ თავს სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ აპატიო და ამ გრძნობით მოკვდე. მოგკლავს სულში გაჩენილი ბზარი, მოგკლავს შეწუხებული ნამუსი და არა ორჯერ, თუნდაც სამჯერ გატეხილი ცხვირი, ჩალურჯებული თვალი თუ სამი თვით სახეხი დილეგი.

ერთ უცნაურ ამბავს მოგიყვებით, ახლახან შემემთხვა. საშიმშილო საკანში კედელზე კალმით ვწერდი: "ცეცხლი ოლიგარქიას". ცოტა ხანში კარი იღება და ბადრაგი შემოდის: "ზემოდან მისაყვედურეს, რაებს წერს კედელზე და წერდი რამესო?". კი, მერე რა მოხდა-თქო, ალბათ, ბიძინამ უსაყვედურა-თქო, ირონიულად ვუთხარი. კაი, აღარ დაწერო, ტვინს ჭამენ, თორემ მე კი არ მაქვს პრობლემაო. დავჯექი სკამზე და წიგნის კითხვა დავიწყე. რამდენიმე წუთში კვლავ შემოდის იგივე პიროვნება: „ისევ დარეკეს, მაგრად გაბრაზდნენ და ტვინი წაიღეს, წაართვი რითაც წერდაო და ამ პასტებს წავიღებ, არ გეწყინოს ჩემგანო". არა, რა უნდა მეწყინოს, პირიქით, მეცინება, როგორც ჩანს, მართლა ბიძინა დაავალა-თქო. ჩაეცინა და "ცეცხლი ოლიგარქიას" მივაძახე. საინტერესო და მთავარი კი ის არის, რომ იმ საკანში კედლები აჭრელებულია სხვადასხვა წარწერით და მხოლოდ ჩემს წარწერაზე გაცეცხლდნენ. როგორც ჩანს, ეს ორი სიტყვა ძალიან აღიზიანებთ, ამიტომ: ცეცხლი ოლიგარქიას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ…