ვარსკვლავების რეაქციები ტრამპის და ზელენსკის შეხვედრაზე
ფოტო: BuzzFeed
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი, ჯ.დ. ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში პრესის თანდასწრებით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
აშშ-სა და უკრაინის წიაღისეულის შეთანხმებისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ მას[ზელენსკის] ამჟამად არ აქვს კარტები რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის, წინააღმდეგ მიმდინარე ომში. ვენსმა კი ზელენსკი ამერიკელი ხალხის მიმართ უმადურობაში დაადანაშაულა.
"ერთხელ მაინც თუ გვითხარი მადლობა? გამოხატე მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატებისა და პრეზიდენტის მიმართ, რომელიც თქვენი ქვეყნის გადარჩენას ცდილობს" — უთხრა ვენსმა ზელენსკის.
ფოტო: BuzzFeed
"თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, თქვენ თამაშობთ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებთ ძალიან დიდი უპატივცემულობაა ამ ქვეყნის მიმართ" — უთხრა ტრამპმა ზელენსკის და აქვე ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკა მოაყოლა, უკრაინის მხარდაჭერისა და დაფინანსების გამო.
შეხვედრის შემდეგ, ბევრმა ცნობილმა ადამიანმა და მსოფლიო ლიდერებმა უკრაინასა და პრეზიდენტ ზელენსკის მხარი დაუჭირა და ტრამპისა და ვანსის ბრალდებები გააკრიტიკა.
1. მაიკლ კეინი
ფოტო: BuzzFeed
მსახიობ მაიკლ კეინის პოსტი: "ტრამპ დამშვიდდი", ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
2. ალისა მილანო
"არც კი ვიცი რა ვთქვა. მივმართავ უკრაინელ ხალხს — მე გხედავთ და ვგრძნობ თქვენ ტკივილს. ვთხოვ ყველა თანამოაზრე საზოგადო მოღვაწეს, მილიარდერს, არჩეულ თანამდებობის პირს, მსოფლიოს ყველა ლიდერს და ხალხს, ვისაც სჯერა დემოკრატიის — დაგვეხმარეთ ამ სიგიჟის დაძლევაში. ამ რეჟიმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თქვენზეა დამოკიდებული" — წერს მსახიობი ალისა მილანო და ახალი ამბების გადაცემის ვიდეოს აზიარებს.
3. ელიზაბეტ ბენკსი
ფოტო: BuzzFeed
მსახიობმა და კინორეჟისორმა ელიზაბეტ ბენკსიმ უკრაინის დროშის სურათი გააზიარა წარწერით: "მე მხარს ვუჭერ უკრაინას".
4. პედრო პასკალი
ფოტო: BuzzFeed
მსახიობმა, პედრო პასკალმა, ინსტაგრამზე რამდენიმე სთორი გააზიარა, მათ შორის უკრაინის სურათი, რომელზეც ეწერა სიტყვები: "სიმამაცეს აქვს სახელი".
მსახიობმა ასევე პრეზიდენტი ზელენსკის ფოტო გააზიარა სიტყვებით: "დარჩით ისტორიის სწორ მხარეს".
5. ლივ შრაიბერი
მსახიობმა ლივ შრაიბერმა, BlueCheck Ukraine-ის დამფუძნებლებთან ერთად ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: "მე არასდროს შემიწყვეტია უკრაინის მხარდაჭერას, მაგრამ ოვალურ კაბინეტში განვითარებული აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენების შემდეგ, ამის გამეორება საჭირო გახდა".
6. ნატაშა როტველი
ფოტო: BuzzFeed
თეთრი ლოტუსის მსახიობმა, ნატაშა როტველმა, რომელიც ტრამპს აქტიურად აკრიტიკებს, ტრამპის სურათი გამოაქვეყნა წარწერით: "ტრამპი ზელენსკის მე-3 მსოფლიო ომით თამაშში სდებს ბრალს, ამაზრზენია!"
7. ბენ სტილერი
ფოტო: BuzzFeed
სათქმელი მოკლედ გადმოსცა მსახიობმა და Severance-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ბენ სტილერმა. მან უკრაინის დროშის emoji X-ზე გააზიარა.
8. კერი კუნი
ფოტო: BuzzFeed
ძალიან პირდაპირი იყო თეთრი ლოტუსის კიდევ ერთი მსახიობი, კერი კუნი, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: "ერთი რამ ცხადია: ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი დიდი ნაბიჭვარია".
ცნობილი ადამიანების გარდა კრიტიკული მოსაზრება ოვალურ კაბინეტში შემდგარ დიალოგზე გააზიარეს მსოფლიო ლიდერებმა კანადიდან, ავსტრალიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ა.შ.
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომ ოფიციალური ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს მარია ზახაროვა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ყელში ძვალივით ეჩხირება ბევრ არარეგიონულ მოთამაშეს
გადახედვა
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს? გუდაურში სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება — რა სიახლეები დახვდება დამსვენებელს?
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
კომენტარები