CNN: დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს
ფოტო: CNN
ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება, ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ, დააპაუზა, ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დახმარების შეჩერებამ, რომელიც მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრების სერია გამართა, შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე.
CNN ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო დახმარების შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობა აიღო.
"პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგული იყვნენ. ჩვენ ვაჩერებთ დახმარებას და გადავხედავთ ამ დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მას შეუძლია ხელი შეუწყოს სამშვიდობო შეთანხმების დადებას", — თქვა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
CNN წერს, რომ ბოლო კვირებში ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თეზისებს იმეორებს და ტყუის, რომ უკრაინამ დაიწყო ომი და ზელენსკის დიქტატორობაში სდებს ბრალს. მისი გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერების შესახებ არის ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რეალური შედეგები კონფლიქტის ბალანსზე და გააძლიეროს პუტინის პოზიციები.
ოფიციალური პირების თქმით, პაუზა ეხება ყველა სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის უკრაინის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ტრამპის პირდაპირ პასუხს "ზელენსკის ცუდ ქცევაზე".
CNN-ის ინფორმაციით, უკრაინამ შესაძლოა შეინარჩუნოს ბრძოლის მიმდინარე ტემპი რამდენიმე კვირის განმავლობაში — შესაძლოა ზაფხულის დასაწყისამდე. სტატიაში ვკითხულობთ, რომ სწორედ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაგზავნილმა იარაღმა, მათ შორის შორ დისტანციაზე მოქმედმა ATACMS-ის რაკეტებმა — მისცა საშუალება უკრაინას, დაერტყა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები