კირ სტარმერი: ჩვენ უნდა მოვიპოვოთ მშვიდობა, ბრიტანეთი და ირლანდია მზად არიან ჯარები გაგზავნონ უკრაინაში
ფოტო: CNN
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინაში სტაბილური მშვიდობის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიებია საჭირო და ამისთვის ბრიტანეთი მზადაა, რომ უკრაინაში ჯარი და თვითმფრინავები გაგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
"ჩვენ მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ და ეს არის ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს არ შეიძლება იყოს ისეთი მშვიდობა, რომელიც აგრესორს დააჯილდოებს ან წაახალისებს ისეთ რეჟიმებს, როგორიცაა ირანი", — ხაზგასმით აღნიშნა მან.
სტარმერმა თქვა, რომ მან ტრამპთან განიხილა გეგმა პუტინის შესაჩერებლად "მკაცრი და სამართლიანი მშვიდობის" მისაღწევად. მისი თქმით, სამშვიდობო ძალისხმევის მხარდასაჭერად, მშვიდობის უზრუნველსაყოფად და აგრესორის შესაკავებლად ერთადერთი გზა უკრაინაში ჯარების და თვითმფრინავების გაგზავნაა.
"ჩვენ ვიღებთ დიდ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე. მე მჭიდროდ ვმუშაობ სხვა ევროპელ ლიდერებთან ამ საკითხზე. გაერთიანებული სამეფო მზადაა განალაგოს ჯარები ხმელეთზე და თვითმფრინავები ჰაერში, რათა მხარი დაუჭიროს შეთანხმებას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რადგან ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობის შესანარჩუნებლად", — ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე, 27 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს შეხვდა. სტარმერამდე, ტრამპთან ოფიციალური შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. ევროპული ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტთან ევროპისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის მოსაგვარებლად, სამომავლო გეგმების განსახილველად და უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების შესათანხმებლად ჩავიდნენ.
დღეს, 28 თებერვალს დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ორი ქვეყნის პრეზიდენტები გააფორმებენ ხელშეკრულებას იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები