დონალდ ტრამპი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა — რა გავიგეთ
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ იშვიათი მინერალების შეთანხმების ხელმოწერამდე 1 დღით ადრე, 27 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერს შეხვდა. სტარმერამდე, ტრამპთან ოფიციალური შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. ევროპული ქვეყნების ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტთან ევროპისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის მოსაგვარებლად, სამომავლო გეგმების განსახილველად და უკრაინის ომთან დაკავშირებული საკითხების შესათანხმებლად ჩავიდნენ.
შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა, რომელთაც ლიდერებმა საინტერესო პასუხები გასცეს. შეხვედრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაწმუნებულია, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ — "ჩვენ ეს შეგვიძლია და ამას ვიზამთ", — განაცხადა ტრამპმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებოდნენ, "თავიანთ ფულს უკან იღებენ", თუმცა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ეს ასე არ არის და ბრიტანული დახმარების დიდი ნაწილი უკრაინას უსასყიდლოდ გადაეცა.
ტრამპისა და სტარმერის შეხვედრას არ ჩაუვლია კომიკური ეპიზოდის გარეშეც. BBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ზელენსკის ისევ დიქტატორად, ტრამპმა უპასუხა: "მე ვთქვი, რომ ზელენსკი დიქტატორია? ვერ დავიჯერებ, რომ ამას ვიტყოდი".
მხარეები შეეხნენ ბრიტანეთის მზადყოფნასაც, რომ უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს — ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რას იზამს აშშ თუ რუსეთი ბრიტანელ სამშვიდობოებს დაესხმება თავს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ბრიტანელებს საკუთარ თავზე ზრუნვა კარგად შეუძლიათ.
"იცით, მე შემიმჩნევია, რომ ბრიტანელებს დახმარება დიდად არ სჭირდებათ — მათ საკუთარ თავზე ზრუნვა კარგად შეუძლიათ. ეს შეიძლება კითხვის არიდებად ჟღერდეს, თუმცა არ არის. ბრიტანელები ყოველთვის იყვნენ შესანიშნავი ჯარისკაცები, მათ ჰყავთ შესანიშნავი არმია და თავის დაცვა შეუძლიათ, თუმცა თუ დახმარება დასჭირდებათ, მე ყოველთვის ბრიტანელების გვერდით ვიქნები", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამ კითხვას პასუხი გასცა კირ სტარმერმაც და უპასუხა, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ალიანსი მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესოა.
"ჩვენი ქვეყნები ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ამიტომ არის ეს, ჩემი აზრით, ყველაზე დიდებული ალიანსი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს", — განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
შეხვედრაზე კირ სტარმერმა უპასუხა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც, რომელმაც ევროპა არაერთხელ დაადანაშაულა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში. ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში არსებული სიტყვის თავისუფლების დონით მხოლოდ ამაყობს.
ხვალ, 28 თებერვალს დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და ორი ქვეყნის პრეზიდენტები გააფორმებენ ხელშეკრულებას იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ.
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
კომენტარები