ყველაფერი, რაც უეს ანდერსონის ახალ ფილმზე ვიცით
ფოტო: Dazed
პომპეზურად გაფორმებული გადასაღები მოედნებით, ესთეტიკური კინოს ახალ დონეზე აყვანითა და ზეადამიანური სიუჟეტების შექმნით სახელგანთქმული რეჟისორი, უეს ანდერსონი, ახალ ფილმზე მუშაობს. რეჟისორის წინა ორმა ფილმმა, Asteroid City (2023) და The French Dispatch (2021) კრიტიკოსების აღფრთოვანებაც გამოიწვია და კომერციულადაც დიდ წარმატებას მიაღწია, ამიტომ მისმა უახლესმა პროექტმა ჰოლივუდში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ სტატიაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც ფილმის შესახებ ვიცით:
ეს იქნება ბნელი ამბავი აგენტურასა და სიმდიდრეზე
The Phoenician Scheme (ფინიკიური სქემა) კინოთეატრებში ამ წლის მაისში გამოდის და როგორც ვიცით, ფილმში მთავარ როლებს ბენისიო დელ ტორო და მაიკლ სერა შეასრულებენ.
2023 წლის ივნისში Le Monde-სთან ინტერვიუში რეჟისორმა აღნიშნა, რომ მისი ახალი ფილმის სიუჟეტი ჯაშუშებზე იქნება და შავბნელ ტონში მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე გვიამბობს. ბენისიო დელ ტორო ჟა ჟა კორდას, ევროპის უმდიდრესი კაცის როლს შეასრულებს, მისი შვილს კი ქეით უინსლეტის შვილი, მია თრიეპლტონი განასახიერებს, მაიკლ სერა კი მისი მასწავლებლის, ბიორნ ლუნდის როლში მოგვევლინება. როგორც ჩანს, ფილმი ამ სამი პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება.
ბენისიო დელ ტორო ფილმის ყველა კადრში გამოჩნდება
ოსკაროსანი მსახიობი, რომლისთვისაც, The French Dispatch-ის შემდეგ, ეს ვეს ანდერსონის მეორე ფილმი იქნება, ამჯერად ცენტრალური ფიგურის ამპლუაში მოგვევლინება. როგორც ირკვევა, ბენისიო დელ ტორო ფილმის თითოეულ კადრში გამოჩნდება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანდერსონისთვის ჩვეული, ვარსკვლავებით დახუნძლული ქასთით ტკბობის სიამოვნება მოგვაკლდება.
სერასა და თრიეპლტონთან ერთად ფილმში დამტკიცებულები არიან სკარლეტ იოჰანსონი, ტომ ჰენკსი, ბრაიან კრენსტონი, ბენედიქტ ქამბერბეჩი, რიზ აჰმედი, შარლოტ გინზბერგი, უილემ დეფო, ჯეფრი ვრაითი და სხვები.
ბენისიო დელ ტორო, მია თრიეპლტონი, მაიკლ სერა
ფილმზე ანდერსონის ჩევული გუნდი იმუშავებს
ცნობილია, რომ რეჟისურის გარდა, ანდერსონი თავისი ფილმების სცენარებზეც მუშაობს ხოლმე. გამონაკლისი არც The Phoenician Scheme ყოფილა — ანდერსონმა ეს სცენარი მის ჩვეულ კოლეგასთან, რომან კოპოლასთან ერთად დაწერა. კომპოზიტორი ალექსანდერ დესპლა, რომელმაც The Grand Budapest Hotel-ის, Asteroid City-ის, The French Dispatch-ისა და Isle of Dogs-ის მუსიკა დაწერა, ფინიკიურ სქემაშიც დაბრუნდება და ახალ, დასამახსოვრებელ მელოდიებსაც შემოგვთავაზებს.
როდის გამოვა ფილმი დიდ ეკრანებზე?
როგორც ცნობილია, ფილმი თავდაპირველად ექსკლუზივის სახით მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრში გამოვა, ფართო მასშტაბის აუდიტორიას კი 6 ივნისიდან შეეძლება ანდერსონის ახალი ნამუშევრის ნახვა.
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
კომენტარები