ბორის პისტორიუსი

15 Feb. 2025, 18:12

"ტრანსატლანტიკური ალიანსის მტკიცე მხარდამჭერი, ამერიკის მტკიცე მოკავშირე და მეგობარი ვარ. ამერიკული ოცნება ისეთი რამეა, რაც ყოველთვის მხიბლავდა და შთაგონებას მაძლევდა და ამიტომ არ შემიძლია, უბრალოდ დავაიგნორო ის, რაც ახლა მოვისმინეთ. არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო გამოსვლაზე, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ.

"ვიბრძვით თქვენი უფლებისთვის, იყოთ ჩვენს წინააღმდეგ" — ეს გერმანიის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ლოზუნგია და ჩვენს დემოკრატიას ასახავს — დემოკრატიას, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა — არა მხოლოდ გერმანიის, არამედ მთლიანად ევროპის დემოკრატია. მან დემოკრატიის განულებაზე ისაუბრა და თუ სწორად გავიგე, მან ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს — ეს მიუღებელია.

ჩვენს დემოკრატიაში ყოველ მოსაზრებას აქვს ხმა და ეს საშუალებას აძლევს პარტიებს, რომლებიც ნაწილობრივ ექსტრემისტულები არიან, როგორიცაა ალტერნატივა გერმანიისთვის, აწარმოონ კამპანიები, როგორც ამას ნებისმიერი სხვა პარტია აკეთებს. მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ხმაურიანი უმცირესობა ავტომატურად მართალი იქნება და მას შეუძლია გადაწყვიტოს, რა არის სიმართლე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია — დემოკრატიას ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ, თავდაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ბედნიერი ვარ იმ ევროპაში ცხოვრებით, სადაც ეს დემოკრატია ყოველ დღე დაცულია მისი შიდა და გარე მტრებისგან"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ახლა უკვე…