რა უნდა ვქნათ, თუ გზის უკანონო გადაკეტვაზე გვედავებიან? — ადვოკატის რჩევები
ფოტო: On.ge
"ქართული ოცნების" რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, "ოცნებამ" ახალი დრაკონული კანონები აამოქმედა. ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც შენობების ბლოკირება და გზის "ხელოვნურად გადაკეტვა" 5 000 ლარით ჯარიმდება.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აქციაზე გზის გადაკეტვაზე გვედავებიან და სასამართლოში გვიბარებენ? გიზიარებთ ინფორმაციას ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილთან კონსულტაციის გავლის შემდეგ:
გზის გადაკეტვის თაობაზე საგამოძიებო ორგანოდან – პოლიციიდან, შსს-დან ან პირდაპირ სასამართლოდან დაგირეკავენ. შესაძლოა, საქმის დეტალების გასაცნობად პოლიციის რომელიმე სამმართველოში დაგიბარონ და, ადვოკატის გარეშე მისულს, მოგაწერინონ ხელი რაიმე დოკუმენტზე ან ჩაგიტარონ დაკითხვა. უსაფრთხოების მიზნით რეკომენდებულია, რომ ტელეფონზე საუბრისას შსს-ს წარმომადგენელს საქმის სასამართლოსთვის გადაცემა მოსთხოვოთ და არ მიხვიდეთ სამმართველოში.
ამის შემდეგ შსს-ს წარმომადგენლებს საქმე სასამართლოში შეაქვთ და თქვენ პირდაპირ სასამართლოში გამოცხადების საშუალება გეძლევათ.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოდან დაგიკავშირდებათ მოსამართლის თანაშემწე და უმოკლეს ვადაში მოგთხოვენ პროცესზე გამოცხადებას, თქვენ გაქვთ უფლება, რომ საქმის დეტალების გაუცნობლების, ანუ საპატიო მიზეზის გამო მოსამართლეს პროცესის გადადება მოსთხოვოთ — ვინაიდან სასამართლოში ახლა მსგავსი ტიპის ბევრი საქმეა აღძრული, ხშირად დემონსტრანტებს ურეკავენ და იმ დღესვე იბარებენ პროცესზე. ამ შემთხვევაში მოსამართლის თანაშემწეს პროცესის გადადება უნდა მოსთხოვოთ — გამოუცხადებლობის უფლება გვაქვს, რათა მოვასწროთ მასალის გაცნობა და მტკიცებულებების მოგროვება.
მას შემდეგ, როცა თქვენი პროცესი ლოგიკურ ვადაში ჩაინიშნება, უნდა დაურეკოთ მოსამართლის თანაშემწეს, მიხვიდეთ სასამართლოში და გამოითხოვოთ თქვენი საქმის მასალები — რამდენიმე ფურცელი და CD დისკი, რომელზეც ჩატვირთული იქნება ის ვიდეომასალა, რომლითაც ადმინისტრაციული წესის დარღვევას გედავებიან. ამ დროს საქმის ჩაბარების დოკუმენტზე მოგაწერინებენ ხელს — ეს სტანდარტული პროცედურაა.
ამის შემდეგ, უკვე ადვოკატი უნდა მოძებნოთ. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, დაუკავშირდეთ ადვოკატებს, რომლებიც მომსახურებას უწევენ მსგავს საქმეზე დაბარებულ მოქალაქეებს, ან გამოაქვეყნოთ პოსტი ჯგუფ დაიტოვეში, სადაც აუცილებლად გიპასუხებთ მოხალისე ადვოკატი, რომელიც თქვენს დახმარებას შეძლებს. აქვე შეგიძლიათ ჰკითხოთ მოქალაქეებს, აქვთ თუ არა გზის გადაკეტვის კადრები იმ დღიდან, რომელზეც გედავებიან, ან მიწეროთ დამოუკიდებელ ტელევიზიებსა და მედიებს, რომლებიც გადაკეტვის მომენტებს აშუქებენ. შეგიძლიათ, ასევე, სხვადასხვა ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან კადრები თავად ამოჭრათ.
ფოტო: დაიტოვე
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი გვირჩევს, რომ როცა გზის გადაკეტვაში ვმონაწილეობთ, აუცილებლად გადავიღოთ ამ მომენტის ამსახველი კადრები, გამოვაჩინოთ პოლიციელებიც, რომლებიც თავად გვეხმარებიან ხოლმე გზის სამანქანო ნაწილზე გადასვლაში, რადგან ხშირად სასამართლო ცრუ მოწმეებად სწორედ პოლიციელებს იძახებს.
სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაშია შესაძლებელი, ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში კი თანხის გადასახდელად 7 დღე გეძლევათ. გირჩევთ, თქვენი ამბავი გაასაჯაროოთ და დახმარება სხვადასხვა ფონდიდან მიიღოთ, რომლებიც სისტემის უსამართლობის მსხვერპლ მოქალაქეებს ეხმარებიან.
გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ — პროევროპული აქციების მონაწილეებიდან მსგავსი გამოცდილება უკვე ბევრს დაუგროვდა. ქაოსური სასამართლო პროცესებითა და არაპროპორციული ჯარიმებით პროტესტის განეიტრალებას ცდილობს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას მიიღებთ და ჩვენი საბოლოო მიზანი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები