ვატიკანის ინტრიგა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის — რატომ უნდა უყუროთ Conclave-ს?
წარმოიდგინეთ, რომ ოთახში იმყოფებით მსოფლიოს უძლიერესი რელიგიური ინსტიტუციის, კათოლიკური ეკლესიის ყველაზე გავლენიან და ძლევამოსილ ლიდერებთან ერთად. ნებისმიერი მათგანი შესაძლოა გახდეს მომდევნო პაპი. სწორედ ესაა ახალი პოლიტიკური ტრილერის, Conclave-ს სიუჟეტი, რომელიც მაყურებელს ვატიკანის გასაიდუმლოებულ რიტუალს, პაპის არჩევის პროცესს მთელი სიცხადით, თანმხლები დრამითა და ინტრიგით გვიჩვენებს.
ფილმი რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული და მთავარ ფოკუსში კარდინალ ლოურენსს, კარდინალთა კოლეგიის მეთაურს, აქცევს. პაპის უცაბედი გარდაცვალების შემდეგ ახალი პაპის არჩევის პროცესის ზედამხედველობა სწორედ ლოურენსს ეკისრება. ვატიკანის წმინდა დერეფნები ფილმში რწმენის, ამბიციისა და ფარული გეგმების ბრძოლის ველად გარდაიქმნება, როცა მსოფლიოს ირგვლივ მცხოვრები 118 კარდინალი ხმის მისაცემად სიქსტის კაპელაში იკრიბება. გულწრფელი და წმინდა ვალდებულების შესრულებით დაწყებული პროცესი მალევე იქცევა ძალათა ჭიდილად — თითოეული კანდიდატი იწყებს საიდუმლოების პირადი ინტერესებისათვის გამოყენებას, რომლებითაც ეკლესიის საფუძველს გამოცლა ემუქრება.
ფოტო: Variety
დაძაბული მოვლენების ფონზე ყალიბდება და ინგრევა მეგობრული კავშირები, უძველეს კედლებს სკანდალური ჭორების ექო აყრუებს და ისედაც დაძაბულ სიტუაციას მოულოდნელი სტუმრის გამოჩენა სრულ კრიზისად აქცევს. კარდინალმა ლოურენსმა, რომელსაც ტრადიციებისადმი ერთგულებასა და მის თვალწინ გამჟღავნებულ შოკისმომგვრელ სიმართლეს შორის მძიმე არჩევანის გაკეთება უწევს, ღალატით აღსავსე პოლიტიკურ ატმოსფეროში გზა უნდა გაიკვლიოს, რათა უზრუნველყოს ეკლესიის მთლიანობის შენარჩუნება.
ფოტო: Variety
ფილმში, რომელშიც ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ასრულებს, მთავარი პერსონაჟის როლში რეიფ ფაინზი გვხვდება. Conclave-ს მსახიობთა სიაში გვხვდებიან სტენლი ტუჩი, იზაბელა როსელინი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი არტისტები. ედვარდ ბერგერის რეჟისურით გადაღებული ფილმის დამატყვევებელი კინემატოგრაფია ვატიკანის გრანდიოზულობასა და დიდებულებას სრულად აფიქსირებს და ოსტატურად გვიჩვენებს მის კედლებში განვითარებული მოვლენების დრამატულობას, მისტიკურობასა და პოლიტიკურ ინტრიგას, რომელიც აქ საუკუნეების განმავლობაში იყო მთავარი გავლენა. ფილმში ლიდერობის სირთულე, პირადი ამბიციებისა და მორალური პასუხისმგებლობების სიმძიმე და ძალაუფლების მოსაპოვებლად საჭირო მსხვერპლის გაღების მოტივები მაყურებელს აღფრთოვანებულს ტოვებს.
ფოტო: Universal
ვინ იქნება შემდეგი პაპი? რეფორმატორი, კონსერვატორი თუ ის, ვინც ყველაზე მეტ საიდუმლოს ინახავს? Conclave-ს მთელი ქრონომეტრაჟის განმავლობაში გარანტირებული გაქვთ ფილმის თვალმოუშორებლად ცქერა და აღშფოთებისა და გაოცების დაუსრულებელ კასკადაში მოგზაურობა.
ფოტო: iMDB
დახვეწილი ტრილერებისა და ისტორიული დრამის მოყვარული მაყურებლისთვის ეს ფილმი აუცილებლად სანახავია — Conclave კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ მთავარი ბრძოლა არა ველზე, არამედ დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს.
Conclave-მა წლევანდელ ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე 8 ნომინაცია მოიპოვა. ფილმი წარდგენილია საუკეთესო ფილმის, საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი კაცი მსახიობის, საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარის, საუკეთესო მონტაჟის, საუკეთესო დიზაინისა და კოსტიუმების დიზაინის ნომინაციებში.
ფოტო: Script Magazine
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები