მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი მეთაური დამნაშავედ ცნეს გულგრილობაში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა
ფოტო: Armenpress
მთიანი ყარაბაღის არმიის ყოფილი მეთაური, ჯალალ ჰარუთინიანი, დამნაშავედ ცნეს საომარი მდგომარეობისას სამხედრო სამსახურის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში, რასაც 20 ჯარისკაცის სიკვდილი მოჰყვა მთიანი ყარაბაღის მეორე ომში.
ჰარუთინიანის სასამართლო 15 იანვარს გაიმართა და მას ციხეში 10 წელს გატარება მოუწევს.
დაზარალებულთა წარმომადგენელი ლიპარიტ სიმონიანის ცნობით, ჰარუთინიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2020 წლის 12 ოქტომბერს 20 ჯარისკაცის სიკვდილში ცორის სამხედრო ნაწილში.
სიმონიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ დღეს, საბრძოლო პოზიციებზე განლაგებულმა დივიზიამ შეამჩნია საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი ჯარისკაცთა ჯგუფი. დივიზიამ მიიღო დასტური, რომ მომავალი ჯგუფი სომეხი სამხედროებისგან შედგებოდა.
"[ჰარუთინიანმა] პირადად განაცხადა, რომ ისინი 100%-ით ჩვენები იყვნენ — ეს მან ორჯერ თქვა. შედეგად, [აზერბაიჯანელები] მოვიდნენ და ის ბავშვები [ჯარისკაცები] ალყაში მოაქციეს. ბავშვებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, როგორც შეეძლოთ, მაგრამ ძალთა უთანასწორობის გამო, ოცი მათგანი დაიღუპა", — განაცხადა სიმონიანმა.
ჰარუთინიანის ადვოკატმა, არსენ სარდარიანმა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება და ძალიან მოულოდნელია. ჰარუთინიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატის თქმით, ვითარება სიმონიანის მონათხრობისგან განსხვავებული იყო.
"პირველ რიგში, ფრაზა ამ ფორმატში არ თქმულა. მეორე, საკითხი არაერთი პერსპექტივიდან უნდა განვიხილოთ — ვინ თქვა, როგორ, სად და რა მოხდა. ამის შესახებ ბევრი მტკიცებულება არსებობს", — განუცხადა სარდარიანმა რადიო თავისუფლებას.
ორი ბრალდება — მათ შორის ის, რომლის გამოც ის სამშაბათს გასამართლდა, ჰარუთინიანის წინააღმდეგ 2022 წლის სექტემბერში გამოჩნდა, რის შემდეგაც ის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გადააყენეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს.
პოზიცია ჰარუთინიანმა 2021 წელს დაიკავა, მალევე მას შემდეგ, რაც დატოვა საავადყოფო — მთიანი ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას მისი ავტომობილი ააფეთქეს.
2023 წლის ნოემბერში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ჩავარდნილი კონტრშეტევის საქმეზე. ბრალდების მიხედვით, 2020 წლის 7 ოქტომბერს, მის მიერ გამოჩენილი გულგრილობის გამო სომხეთის არმიის კონტრშეტევა ჩავარდა და სომხურმა დანაყოფებმა მნიშვნელოვანი ადამიანური და სამხედრო ტექნიკის ზარალი განიცადეს.
ამავე ბრალდებით ჰარუთინიანამდე რამდენიმე დღით ადრე თანამდებობაზე მისი მემკვიდრე მიქაელ არზუმანიანი დააკავეს — მასაც ბრალად ყარაბაღის მეორე ომში გამოჩენილი "გულგრილობა" ედება.
იანვრის დასაწყისში დააკავეს ტიგრან ხაჩატრიანიც — სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს — ბრალდება ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია: სამსახურეობრივი გულგრილობა ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას.
ხაჩატრიანს წარსულში ომში მსახურების გამო ეროვნული გმირის ტიტული აქვს მიღებული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები