რატომ მომეწონა მელანია ტრამპის ჩაცმულობა პრეზიდენტის ინაუგურაციაზე?
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, გუშინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის მომსწრეები გავხდით — დონალდ ტრამპის რიგით მეორე ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში შედგა.
ამ ისტორიულ ინაუგურაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზეც განსაკუთრებული ინტერესით ვუყურებდით. ინაუგურაციაზე რესპუბლიკელი სენატორისა და არჩეული კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა, რომელსაც SITUATIONIST-ის დიზაინით შექმნილი, საქართველოს დროშის ხასხასა წითელი ფერის ტანსაცმელი ემოსა.
ფოტო: Salome Zourabichvili/ Instagram
თუმცა, შოუს მთავარი პერსონაჟი ჩემთვის ამერიკის პირველი ლედი (აწ უკვე მეორედ), მელანია ტრამპი იყო. აღსანიშნავია, რომ მელანიამ 2017 წელს ჩატარებულ ინაუგურაციაზე მორგებული ლუქისგან რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობა შეარჩია.
ფოტო: Getty Images
2017 წელს მას რალფ ლორენის დიზაინით შექმნილი ღია ცისფერი კაბა და ფეხსაცმელი ემოსა. მოდის კრიტიკოსების თქმით, ეს კოსტიუმი და სწორედ ეს ფერი მაშინდელი მოვლენების კონტექსტში მელანიას მხრიდან ძალიან ჭკვიანურად იყო შერჩეული რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველ რიგში, კაბის სტრუქტურირებული ფორმა და გამოკვეთილი შტრიხები დაკვირვებულ თვალს მაშინვე ახსენებდა ჟაკლინ კენედის, ამერიკის ყველაზე ცნობილი პირველი ლედის სტილს. ამერიკელი დიზაინერის მიერ შექმნილი ტრადიციული სამოსით მელანია ტრამპმა თავის გარდაქმნილ იდენტობას და სპორტული მოდელობის შემდეგ მორგებულ ახალ სტილს, დახვეწილ კლასიკურ ელეგანტურობას გაუსვა ხაზი, ნაზი ცისფრით კი, რომელიც ფერთა ფსიქოლოგიაში სიმშვიდესთან, გაწონასწორებულობასთან და დიპლომატიურობასთანაა ასოცირებული, შესაძლოა პირველ ლედის მაშინდელი დაძაბული პოლიტიკური სურათის ფონზე აშშ-ს მოსახლეობის მოსალოდნელ სტაბილურობაში დარწმუნება სურდა.
ფოტო: Pool/Getty Images
დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მელანია მედიისა და ამერიკელი საზოგადოების მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბულინგისა და დამცირების მსხვერპლი. მას არასდროს აღიქვამდნენ სერიოზულ ინდივიდად, ხუმრობდნენ მის აქცენტზე, მის წარსულზე. ვინაიდან ტრამპი კონტროვერსული პოლიტიკოსია და ჰილარი კლინტონთან საპრეზიდენტო რბოლისას (და არამარტო) უამრავი სექსისტური, ჰომოფობიური თუ რასისტული კომენტარი გააკეთა და არც მისი ფონი იძლეოდა დადებითი მოლოდინის შექმნის საფუძველს, საზოგადოებაში მისდამი გამეფებული ანტიპათია მელანიაზეც გავრცელდა. დიზაინერები უარს ამბობდნენ მის შემოსვაზე. ამერიკულმა Vogue-მა პირველი ლედი ყდაზე არ დაბეჭდა, რაც უდიდესი სკანდალი იყო მოდის სამყაროში. მელანია ტრამპს არ იწვევდნენ მოდისა და კულტურის სფეროების უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებზე, აქილიკებდნენ შოუებში... მოკლედ, ტრამპის პრეზიდენტობის 4-მა წელმა მისი მეუღლისთვის სულაც არ ჩაიარა ისე "მშვიდად, გაწონასწორებულად და დიპლომატიურად", როგორც მისი ცისფერი კაბა წინასწარმეტყველებდა.
სამაგიეროდ, წელს მელანია ტრამპმა წინა ინაუგურაციისგან რადიკალურად განსხვავებული სტილი მოირგო. მოდა რომ მხოლოდ ლამაზად ჩაცმა არ არის და მელანია ტრამპის თითოეულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ქვეტექსტი ახლავს, ალბათ, ყველა ვხვდებით. ამ ლუქით აღფრთოვანებული დავრჩი და მინდა აგიხსნათ, რატომ:
ფოტო: Doug Mills/The New York Times
აშკარაა, რომ მელანია აღარ აპირებს პირველი ლედისთვის დაკისრებული მოვალეობების გულუბრყვილო ღიმილით შესრულებას, მაშინ, როცა საზოგადოების ნაღები ფენები მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ და თავიანთი წრიდან მის განდევნას ცდილობენ. პირიქით, მელანიას შემოსვა და სტუმრობა ცნობილი სახეებისთვის მალე პრივილეგიად იქცევა. ამაზე მიანიშნებს პირველ რიგში ის, რომ ასეთ საზეიმო დღეს მელანიამ მუქი ლურჯი ფერი მოირგო — იგივე საბაზისო ფერი, რაც 2017 წელს, თუმცა მისი 180 გრადუსით შეტრიალებული, ბევრად უფრო მკაცრი ტონალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპის მეორე პრეზიდენტობისას მელანიასგან კვლავ ჩვეულ "კლასიკურ ელეგანტურობასა" და "სიმშვიდეს" არ უნდა ველოდოთ.
ფოტო: Getty Images
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველმა ლედიმ არც ისე ცნობილი დიზაინერის ტანსაცმელი მოირგო – Adam Lippes-ის კაბა და პალტო. ამით, ცალსახად ის განაცხადა, რომ აღარ აპირებს პრივილეგირებული დიზაინერების ჭკუაზე სიარულს და მათი ტანსაცმლით შემოსვის "დამსახურებას".
მელანიას ლუქის ცენტრალური ფიგურა მისი ქუდია. ეს ქუდი, რომელიც ყოფილი მოდელის დახვეწილ სახის მოყვანილობას გამოკვეთს და მის ჩაცმულობას საოცრად უხდება, ბევრად მეტია, ვიდრე სწორად შერჩეული აქსესუარი. ქუდი მას უმალავს ყველაზე მნიშვნელოვან და მეტყველ ნაკვთს — თვალებს, რითაც პირველი ლედი ენიგმატურ, მისტიკურ პერსონად გარდაიქმნა და მთელს სამყაროს განუცხადა, რომ მისი ქმედებები და დამოკიდებულებები აღარ იქნება მარტივად გასაშიფრი და ხელშესახები, როგორც ადრე.
ფოტო: El Pais
ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ ინაუგურაციის დღის ჩაცმულობა მელანია ტრამპის "შურისძიების კაბაა". საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ მოდის სამყაროსგან აშშ-ს პირველ ლედისთან მიმართებით. ერთი რამ ცხადია — მელანია ტრამპი აღარავისი კეთილგანწყობისთვის არ აპირებს ბრძოლას.
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა

კომენტარები