ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას 3 ოპოზიციური გაერითიანება შეხვდა
დღეს, 16 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას 3 ოპოზიციური გაერთიანების: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს ლიდერები შეხვდნენ.
მოგვიანებით, შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კომენტარი გააკეთეს.
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, შეხვედრისას ისაუბრეს არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, იმაზეც, თუ რა ზომებს მიმართავს "ქართული ოცნება" მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
"საუბარი იყო იმაზე, არჩევნების შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდა. მათ შორის, დეფაქტო ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რა ზომებს მიმართავს. ასევე, ვილაპარაკეთ წამების ფაქტებზე. იმაზეც ვისაუბრეთ, თუ რამდენად უმოქმედოა პოლიცია - კადრები არსებობს, სადაც ჩანს, რომ დაორგანიზებული ტიტუშკები ადამიანს ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიცია კი სრულიად უმოქმედოა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო იმასაც, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოვლენები როგორც განვითარდა, არცერთი არც პოლიციელი და არც ტიტუშკა დასჯილი არაა [...]
მოვახსენეთ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ის ხალხი, რომელიც ყოველდღე ქუჩაში გამოდის, არ გაიმარჯვებს. ავუხსენით, რომ გამოსავალი მხოლოდ 2 პუნქტია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი წესებითა და ახალი ადმინისტრაციით ხელახალი არჩევნების ჩატარება", — განაცხადა ჯაფარიძემ.
შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.
აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამაც. მისი თქმით, დელეგაზია საქართველოში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ "რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებები შეაგროვოს".
"ევროსაბჭოს თანამომხსენებლებმა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე თქვეს, რომ მათი ვიზიტი დეფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ ემსახურება [...] პირიქით, დელეგაცია აქ იმისთვისაა, რომ იმ რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულებები შეაგროვოს, რასაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხრიდან ყოველდღე ვხედავთ", — ამბობს ბოკუჩავა.
შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმაც.
"იმაზე გვქონდა საუბარი, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი რატომაა, რომ ახალი არჩევნები სწრაფად დაინიშნოს და როგორი ხედვაა ამ არჩევნებთან დაკავშირებით [...] მათ ყოვლისმომცველი ინფორმაცია აქვთ [...] დარწმუნებული ვარ, მათ ანგარიშში ის რეალობა აისახება, რაც დღეს ქვეყანაში შექმნილია", — განაცხადა სამადაშვილმა.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ორი პირი გადასცა
გადახედვა
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ ტრამპმა სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა — ღონისძებას ცუკერბერგი, მასკი, ალტმანი და ბეზოსი ესწრებოდნენ
გადახედვა
კომენტარები