დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა უპირობო გამოშვება მიუსაჯა
ფოტო: AP
დღეს, 10 იანვარს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკის მოსამართლემ უპირობო გამოშვება მიუსაჯა, რაც ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება.
მანჰეტენის მოსამართლე ხუან მერჩანმა, რომელმაც ტრამპს განაჩენი გამოუტანა, ამბობს, რომ სასჯელის ზომის გადაწყვეტამდე მას ყველა ფაქტორის გათვალისწინება მოუხდა, თუმცა ის იურიდიული დაცვა, რომელიც ტრამპს პრეზიდენტის რანგში ქნება, არის "ფაქტორი, რომელიც ყველა დანარჩენს გადაწონის".
"ამ იურიდიულ დაცვათა არაორდინარული მასშტაბის მიუხედავად, ერთი რამ, რასაც ისინი არ ითვალისწინებს ისაა, რომ ისინი არ წაშლის მსაჯულთა ვერდიქტს", — თქვა მერჩანმა სასამართლო სხდომაზე.
ტრამპის უპირობო გამოშვება ნიშნავს, რომ იგი არ დაჯარიმდება, არ მოხვდება ციხეში და არც პრობაცია შეეხება, თუმცა ძალაში დარჩება მისი დამნაშავედ ცნობა, რაც მას ხდის აშშ-ის ისტორიაში პირველ პირად, რომელიც პრეზიდენტი დამნაშავედ ცნობის შემდეგ გახდება.
მისი დამნაშავედ ცნობა გარკვეული სახის შეზღუდვებს მაინც უწესებს — მაგალითად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მას აეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა.
დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესს, ფლორიდაში მდებარე თავისი სახლიდან, ადვოკატთან ერთად, ვიდეო კავშირით ჩაერთო.
ტრამპმა, საბოლოო სიტყვაში აღნიშნა რომ უდანაშაულოა, რომ ეს სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული და მისთვის პრეზიდენტად დაბრუნებაში ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება, რის შემდეგაც იგი ოფიციალურად გახდება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ გასული წლის მაისში ცნო დამნაშავედ საქმიანი მონაცემების გაყალბების 34-ვე შემთხვევაში, რაც უკავშირდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდში პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობისთვის გადახდილი თანხის დამალვას.
-
კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი კალაძე: მეტროს ჯამში შეემატება 25 მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი — 5-ვაგონიანი
გადახედვა
-
ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას ოქსფორდის უნივერსიტეტმა OpenAI-ს უფლება მისცა, AI მოდელები ბოდლიანის ბიბლიოთეკის არქივებზე გაწვრთნას
გადახედვა
-
Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით Quemmekh-ის UNBURNED — მონატრება, რომელიც გამართლდა და შოუ, რომელსაც დიდხანს ველოდით
-
რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს რუსთავში 3 შვილის მარტოხელა დედას ასახლებენ — მესაკუთრე 24 000 ლარად ნაყიდ ბინაში $45 000-ს ითხოვს
გადახედვა
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით" გიორგი ჯავახიშვილი: "ირანის ელჩი არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს ისტორიის მისებური ინტერპრეტაციით"
გადახედვა
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა დავით ლომიძე საბავშვო ევროვიზიის ფინალში მე-15 ნომრად გამოვა — ნახეთ მონაწილეების რიგითობა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
კომენტარები