ბენ ჰოჯესი: დემოკრატიულმა სამყარომ ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად
ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს – აშშ-ის არმიის თადარიგის გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სურვილია გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო, შეაჩეროს საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ.
"პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ამერიკამ ვერ შეძლო ჰქონოდა ნათელი სრატეგია ფართო შავი ზღვის რეგიონისადმი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სტრატეგიულად რომ მივდგომოდით, საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან- მთელ რეგიონთან, გაცილებით მეტს ვიფიქრებდით ჩვენს ურთიერთობებზე.
ახლა მაქვს განცდა, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. უნდა ჩაგვედო გაცილებით მეტი ინვესტიცია საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა ქართველების ნიჭის განვითარებაში, დემოკრატიული მცდელობების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველთვის ძალიან კარგი ელჩები გვყავდა წარგზავნილი, ჩვენმა [ამერიკის] მთავრობამ სტრატეგიულად არ იფიქრა საქართველოზე, რამაც რუსეთს და "ქართული ოცნებაში" კრემლისადმი სიმპათიით, თუ შიშით განწყობილებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მისცა.
ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს - გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო და შეაჩეროს და საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. ესაა საფრთხე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა", – აღნიშნა გენერალმა ჰოჯესმა.
გენერალი ჰოჯესი ფიქრობს, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა თქვას, რომ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
"უნდა ვთქვა, როგორი აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით [სალომე ზურაბიშვილით]. ის არის მაგალითი სიმამაცის, ძალისა და ნებელობისა დაუპირისპირდეს საქართველოს არალეგიტიმურ მთავრობას. რა თქმა უნდა, ვნერვიულობ იმაზეც, გარკვეულ დროს, ვინმემ რამე არ დაუშაოს მას.
ვფიქრობ, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო მზად უნდა იყოს და ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მხოლოდ მას [სალომე ზურაბიშვილის] ვაღიარებთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. იმ შემთხვევაში, თუ მას რამე მოუვა, ამაზე პასუხი უნდა აგონ. სამწუხაროდ, ახლა ყველა ჩვენგანის ქვეყანაშიც ბევრი რამ ხდება. ამერიკა ძალაუფლების გადაცემის პროცესს გადის, ტრამპის ადმინისტრტაციისგან გვესმის განცხადებები გრინლადიაზე, კანადაზე, პანამასა და მგავს თემებზე, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ისინი შავი ზღვის რეგიონზე არ არიან ფოკუსირებული" – აღნიშნა მან.
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები