ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ
ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მიმართავენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს და ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ისინი ადრესატებს მოუწოდებენ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად გადაუდებელი ქმედებების განხორციელებას. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ "მიზნობრივი სანქციები დაუწესდეს მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეობენ".
"საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, მის აღმატებულება კაია კალას, ევროპული კავშირის წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებს - თქვენო აღმატებულებავ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მოახლოებული შეხვედრის ფონზე გვსურს გაცნობოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. საქართველო უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც ევროკავშირის დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა 2028 წლამდე შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამან გამოიწვია მშვიდობიანი პროტესტი, რომელსაც სახელმწიფომ ორგანიზებული ტერორი დაუპირისპირა. რეჟიმის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ შოკისმომგვრელი ღალატია, მათთვისაც კი, ვინც პარტია "ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.
თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, 9 დეკემბრის მონაცემებით, ქუჩებში დარბევის და სახლებში ჩხრეკის დროს, 500-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთა ასაკი 14-დან 60 წლამდეა. 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 73 ჟურნალისტი, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სპეცრაზმისა და ქუჩის ბანდების მიერ წარმოებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. ეს მოიცავს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას. „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც კი ფაქტების შეფასებისას აღიარა, რომ „ფიზიკური ძალადობა არაადეკვატურია“. მიუხედავად არსებული მტკიცებულებებისა, გამოძიება არ ჩატარებულა და დამნაშავეები ხშირად ამოუცნობი რჩებიან, რადგან სპეცრაზმის ოფიციალური ქვედანაყოფები არ ატარებენ საიდენტიფიკაციო ნიშნებს, ხოლო ქუჩის ბანდის წევრები სახეებს ინიღბავენ.
პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. 5 დეკემბერს, ოპოზიციის ლიდერებს, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ბანდ-ფორმირებამ ძალადობრივი ჩასაფრება მოუწყო ცენტრალურ თბილისში გამართული შეხვედრის დროს. პოლიცია არ ჩარეულა. ოპოზიციის ლიდერები ნიკა გვარამია (“კოალიცია ცვლილებისთვის”) და ალეკო ელისაშვილი (“ძლიერი საქართველო”) დააკავეს; ელისაშვილი მძიმედ დაშავდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. დაარბიეს რამდენიმე პარტიის ოფისი, თავს დაესხნენ პარტიის წევრებს და სასამართლო სისტემა გამოიყენება, როგორც იარაღი ოპოზიციისა და დემონსტრანტების დასათრგუნად.
ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს რეჟიმის გეგმა, რომ 14 დეკემბერს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად აირჩიონ მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილი იყო „უცხოელი აგენტების კანონის“ ერთ-ერთი ინიციატორი და ხშირად ეწევა მძაფრ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ივანიშვილის თვითგამოცხადებული და არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში მას არც დამოუკიდებლობა ექნება და არც ლეგიტიმაცია.
ჩვენ, ქართული პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და მომიტინგეებთან ერთად, ერთხმად ვეთანხმებით, რომ არსებული კრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებულ საარჩევნო ჩარჩოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით. საარჩევნო დარღვევებში მონაწილე სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, უნდა განთავისუფლდნენ პოლიტიკური გავლენისგან.
ამ კუთხით, ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, განახორციელოთ შემდეგი გადაუდებელი ქმედებები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ევროპული ღირებულებების დასაცავად:
მოვითხოვთ ყველა დაკავებული პოლიტიკოსის, აქტივისტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოვითხოვთ, დაწესდეს მიზნობრივი სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატისთვის ძირსგამომთხრელ ქმედებებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლობლებს, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ რეპრესიებში.
მოვითხოვთ, არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული თანამდებობის პირებისთვის შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და შეზღუდოს უვიზო რეჟიმით სარგებლობის პრივილეგიები.
მოვითხოვთ, გამოცხადდეს ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმი არალეგიტიმურად ევროკავშირის ყველა შესაბამის განცხადებაში.
მოვითხოვთ, მკაცრად, საჯაროდ დაიგმოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებები, აგრეთვე, ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებული რეჟიმის დაჟინებული მცდელობა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ამ დოკუმენტირებული წუხილების მიუხედავად, ბოლოდროინდელი დიპლომატიური ჩართულობა ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან გამოყენებული იქნა შიდა მედიაში, როგორც საერთაშორისო აღიარების მანიშნებელი. ამგვარი ნარატივების გავლენის შესამცირებლად, მოქმედი რეჟიმის წარმომადგენლებთან ყოველგვარი კონტაქტის შეჩერება, სანამ ისინი არ დათანხმდებიან ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, რჩება ყველაზე ეფექტურ გზად.
ქართველი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ავტორიტარიზმს, იბრძვის მათი დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია წარმატებისთვის. თქვენი მკაფიო ხმა, მტკიცე მოქმედებებთან ერთად, გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოში საგანგაშო სიტუაციის დეესკალაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოს აღდგენაში", — ნათქვამია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ შედგენილ მიმართვაში.
განცხადებაზე ხელმომწერები არიან: ნიკა მელია ("კოალიცია ცვლილებებისთვის"), თინა ბოკუჩავა ("ერთობა — ნაციონალური მოძრაობა"), მამუკა ხაზარაძე ("ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"), ზაზა თავაძე ("გახარია — საქართველოსთვის").
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები