ევროკავშირი დამატებით ზომებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ 16 დეკემბერს განიხილავს
მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას განმუხტოს დაძაბულობა და დაასრულოს ის გარემოება, რაც ასე ძვირად უჯდება ქართველ ხალხს. ძალადობა არ არის პასუხი მომიტინგეების მოთხოვნებზე, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი სურთ, — ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის 10 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ვრცელ წერილში ევროკავშირი არც ერთხელ არ ახსენებს "საქართველოს ხელისუფლებას", მიმართავს მხოლოდ "ქართულ ოცნებას".
გავრცელებულ წერილში ასევე ვკითხულობთ, "სწორედ ქართული ოცნების მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და დამატებით ზომებს ევროკავშირი მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 16 დეკემბერს განიხილავს.
"თითქმის ორი კვირაა, რაც ქართველი ხალხი თავის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დავისას პოლიციის მხრიდან სასტიკ და უკანონო ძალის გამოყენებას აწყდება. აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის ლიდერების თვითნებური დაკავება გრძელდება, მედიის წარმომადგენლები სამართალდამცავი ორგანოების და არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების სპეციალური სამიზნეები არიან.
400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 300-ზე მეტი კი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, ბევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის შემაშფოთებელი ცნობები მიუთითებს მძიმე ძალადობაზე, რაც იწვევს სარწმუნო შეშფოთებას იწვევს წამება და არაადამიანურ მოპყრობა. მიუხედავად ამ ცნობებისა, ჯერჯერობით არცერთი პოლიციელი ან არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი არ დასჯილა.
ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ და მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა დაკავებული პირი. ევროკავშირი მოითხოვს შეწყვიტოს ფართოდ გავრცელებული დაშინება, პოლიტიკური დევნა, წამება და მოქალაქეების არასათანადო მოპყრობა. ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, უნდა იყოს დაცული და საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გააგრძელონ საქართველოში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევების დოკუმენტირება.
ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მდგომარეობის დეესკალაციისკენ და დაასრულოს ის გარემოება, რაც ასე ძვირად უჯდება ქართველ ხალხს. ძალადობა არ არის პასუხი მომიტინგეების მოთხოვნებზე, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი სურთ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართული ოცნების მოქმედებამ გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მუდმივმა დემოკრატიულმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლოდროინდელმა რეპრესიულმა საშუალებებმა გავლენა მოახდინა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ევროკავშირი დამატებით ზომებს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოზე, 16 დეკემბერს განიხილავს.
ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს?", — ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა
-
თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში კვების ორ ობიექტს, კრიტიკული დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა "ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
კომენტარები