გიორგი გახარია

5 Dec. 2024, 09:48

"ჩვენს დედაქალაქში ახალგაზრდებზე ძალადობენ ნიღბიანი ადამიანები, რომელ საუკუნეში ვართ? — ვერ გაიგებ ძალოვანია, კრიმინალია, "ბოქსიორია" თუ შტანგისტი. ნიღბიანი კაცი ქალს რომ ცემ, რა კაცობაა? ნიღაბი მოიხსნებით, სახე დაგვანახეთ.

…ჩვენ აქ ყოველდღე ვდგავართ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი მოსვლა განპირობებულია იმით, როგორი სისასტიკით უსწორდებიან ყოველ ღამე ახალგაზრდებს. ყველანაირი მიზეზის გარეშე, უბრალოდ, აკავებენ და შემდგომ მათზე ძალადობენ, სასტიკად სცემენ. ზოგი საავადმყოფოშია, ზოგი „კაპეზეზეა“ და ზოგი სად, ხალხს ვეძებთ. ამ ყველაფერმა ისეთ ფორმა მიიღო, რომ ყველანაირ წესის, ნორმის, ღირსების მიღმაა, კანონზე აღარც ვსაუბრობ. 

ის ფორმები, რა ფორმებითაც დღეს ოცნება ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, წარმოუდგენელია. ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ეს იმედგაცრუება კი არ არის, ეს არის საქართველოს მოქალაქეების ტრაგედია. იმ ხალხის, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანდა. სამშვიდობოზე კი არ გაიყვანა, მშვიდობას დაგვპირდა და აგერ, ომი გაგვიხსნა რუსთაველზე, ევროპას დაგვპირდა და საბოლოოდ მოკლა ევროპული პერსპექტივა.

ესენი არანორმალურები არიან. ფიზიკურად ძალადობენ, უსწორდებიან სასტიკად ასობით ადამიანს ყოველ ღამე. "ხლაპუშკები", საღებავები და კვერცხები აღმოაჩინეს ოფისებში. ასევე, ლამაზად დაალაგეს "მოლოტოვის კოქტეილები". ყველა ძალიან კარგად ხვდება როგორ აღმოჩნდა "მოლოტოვის კოქტეილები" იქ. საქართველოს თითოეულ მოქალაქის ვალდებულებაა, ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს დაუდგეს გვერდში". 

ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე, 5 დეკემბრის ღამეს, მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ტექსტს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს

რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვა გადაწყვიტა. რუსეთის საგარეო საქმეთა…