გიორგი გახარია

5 Dec. 2024, 17:20

"ოცნება მშვიდობას დაგვპირდა და თბილისში, შუა რუსთაველზე ომი მოგვიწყო. დაგვპირდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და ერთი განცხადებით მოკლა საქართველოს ევროპული იმედები.

დღეს თითოეული ჩვენგანი, რომელიც ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, ვიბრძვით არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, არამედ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი უფლებისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც გვინდა; ჩვენი უფლებისთვის, არჩევნებით ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ვთვლით, რომ ჩვენს სამშობლოს წინ წაიყვანს. დღეს ჩვენ თუ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და ოცნებამ შეირჩინა ის, რაც დამართა საქართველოს ბოლო ორი თვის განმავლობაში, იცოდეთ, რომ ჩვენ მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას, რომელიც არავინ იცის, სად მიიყვანს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი ყველგან, პირველ რიგში, თბილისში, მაგრამ, ყველა დიდ და პატარა ქალაქში. ჩვენი მიზანი, ლოზუნგი და მოთხოვნა უნდა იყოს ორი და ძალიან პირდაპირი და მარტივი: პირველი — სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული; მეორე — სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი.

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან — აქციაზე თბილისში, აქციებზე დიდ თუ პატარა ქალაქებში, უნდა ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს კიდევ უფრო დიადი და კიდევ უფრო მომხიბვლელი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ეს არის უკანონოდ დაპატიმრებულები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მათ ჯანმრთელობას დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. ასევე, ის საჯარო მოხელეები, რომელთაც გაბედეს და ხმა ამოიღეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  5. რა ეღირება ლარი უქმეებზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, სეირნობისას (დანიშნულების წერტილის გარეშე სიარულისას) უფრო ხშირად რომელი მიმართულებით უხვევთ?…