ვედანტ პატელი

4 Dec. 2024, 11:19

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებით, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობით. შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით ჟურნალისტებზე თავდასხმისა და დაკავების შესახებ და მიიჩნევს, რომ თავისუფალი პრესა ქვაკუთხედია დემოკრატიული სისტემის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ აქცია იყოს მშვიდობიანი და მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მკაცრად დაიცვას ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ძირითადი თავისუფლებები. 

მე არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ამჟამად ფოკუსირებული ვართ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობასა და მათთვის იმ სერიოზული პასუხისმგებლობის ხაზგასმაზე, რაც მათ აკისრიათ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით. რაც, ჩვენი რწმენით, კვლავაც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძვლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ…