თსუ-ის სტუდენტები: არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას
ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს ამ დროისათვის 30-მდე ახალგაზრდა აწერს, თუმცა სია განახლებადია.
"გუშინ, 28 ნოემბერს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევესწარით ძალადობის ფაქტებს მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ განცხადებებს, რაც ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმად შეგვიძლია აღვიქვათ.
ეს მხოლოდ ინდივიდების ან ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ განიხილება — ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული გზის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ, სტუდენტები, ღრმად ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენი არჩევანი ევროპაა, ეს არჩევანი ჩვენი თავისუფლების, ღირსებისა და განვითარების გზაა.
სამწუხაროდ, გუშინდელი დღე კიდევ უფრო ცხადად აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის საპასუხოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, მოქალაქეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და პირად სივრცეში ჩარევა ხდება ნორმა. ეს ყველაფერი ჩვენგან მოითხოვს არა გულგრილობას, არამედ აქტიურ მოქალაქეობრივ პოზიციას.
სწორედ ამიტომ მივმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და ყველა პასუხისმგებელ პირს:
ჩვენ არ ვერთვებით სააუდიტორო პროცესში და მოვითხოვთ სასწავლო პროცესის დროებით შეჩერებას, რადგან ამ ვითარებაში შეუძლებელია სტუდენტების ყურადღების კონცენტრირება განათლებაზე. შუალედური გამოცდებისა თუ საუნივერსიტეტო ცხოვრების გაგრძელება იმ ხარისხით, რაც აკადემიურ პროცესს სჭირდება, ამ პირობებში წარმოუდგენელია.
ასევე მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებს:
თქვენი სიტყვები და იდეები, რასაც აუდიტორიებში გვიზიარებთ, სწორედ ახლა უნდა იქცეს ქმედებად. ის ღირებულებები, რომლებიც გვასწავლეთ, დღეს ჩვენ გვერდით ყოფნასა და საერთო ბრძოლაში მონაწილეობას მოითხოვს.
დღეს სტუდენტების ბრძოლა მხოლოდ სტუდენტური საქმე არ არის. ეს არის საერთო
ეროვნული არჩევანი — ევროპა თუ უკან დაბრუნება? ჩვენ ვიცავთ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა წლების განმავლობაში ოცნებად განიხილავდა — ევროპულ მომავალს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.
ჩვენ თსუ-ს სტუდენტები ვიაზრებთ, რომ ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც თსუ განასახიერებს ისტორიის მანძილზე.
ვალდებულები ვართ, მოვითხოვოთ ის,
რაც ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას: მშვიდობა, თავისუფლება და ევროპული ოჯახში ღირსეული ადგილი.
სოლიდარობა და მადლობა ჟურნალისტებს, ასევე სხვა ქალაქებში გაფიცულ სტუდენტებსა და რაც მთავარია 40-ზე მეტ გუშინ ღამით დაკავებულ მოქალაქეს, ერთად აუცილებლად
გავიმარჯვებთ." — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეწყვიტეს "საქართველოს უნივერსიტეტმა" და "კავკასიის უნივერსიტეტმა"
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
კომენტარები