მტკიცე, სანდო, და რაც მთავარია, თქვენი — აღმოაჩინეთ ახალი HONOR X9c
ფოტო: HONOR Georgia
გლობალურმა ტექნოლოგიურმა ბრენდმა HONOR ქართულ ბაზარზე ახალი მოდელი — HONOR X9c წარმოადგინა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ალტაში, ელიტ ელექტრონიქსში, ბეკოში, აისითიში, მეგატექნიკაში, კარფურში, ველი სთორზე, კონტაქტ ჰოუმში, უნიკომსა და მეტრომარტში. HONOR-ის განცხადებით, HONOR X9c მოდელი კომპანიის ყველაზე გამძლე სმარტფონია, რომელიც სხვა მრავალი საინტერესო ფუნქციითაც გამოირჩევა, როგორებიცაა დიდი ბატარეა, ძლიერი დამუხტვა, საოცარი ეკრანი და კარგი ფოტოკამერა. თვალი გადაავლეთ ჩვენს მიმოხილვას და აღმოაჩინეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალურ პირობებში.
ფოტო: HONOR Georgia
დიზაინი
HONOR X9c-ს საკმაოდ კარგი დიზაინი აქვს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სმარტფონი არ განეკუთვნება ფლაგმანურ მოდელებს, ვიზუალურად ის ბევრ მათგანს არ ჩამოუვარდება. მისი თხელი კორპუსის სისქე 8მმ-ზე ნაკლებია, ხოლო მომრგვალებული ეკრანი, თითქმის მთელ წინა პანელს მოიცავს. კამერების დიზაინი ძვირადღირებული საათების არშიის ასოციაციას იწვევს, ხოლო ფერების მრავალფეროვანი ვარიაციები მოდელს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
რაც შეეხება ფერებს, HONOR X9c-ს ხელმისაწვდომია შავ ცისფერ და იისფერ ფერებში. შავი ფერის კლასიკური მოდელი მქრქალი და ხავერდოვანია, რისი წყალობითაც მასზე თითის ანაბეჭდები არ რჩება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იისფერი მოდელი იმსახურებს, რომელიც უფრო ფემინურია და ძალიან ლამაზად გამოიყურება, რასაც წარმატებულად შერჩეული სასიამოვნო ფერი განაპირობებს.
ასევე აღსანიშნავია ცისფერი მოდელი, რომლის უკანა მხარე უფრო ღია ტონალობისაა, რაც ერთდროულად მარმარილოსა და ყინულოვან პეიზაჟს გვაგონებს. დანარჩენი მოდელების მსგავსად, ისიც გამოირჩევა თავისი პრაქტიკულობით, რადგან არც მას ეტყობა მარტივად ლაქები.
რაც შეეხება დიზაინის სხვა ელემენტებს, სმარტფონის მარჯვენა გვერდზე მდებარეობის ხმის რეგულირებისა და ტელეფონის ჩართვის ღილაკები, ასევე ორი მიკროფონი, საკმაოდ ხმამაღალი სტერეო დინამიკები, USB Type-C დამუხტვის პორტი და ორ SIM-ბარათზე გათვლილი სათავსო.
HONOR X9c არამარტო გამოიყურება როგორც უფრო ძვირადღირებული სმარტფონი, არამედ ხელშიც უფრო მაღალი დონის მოწყობილობის განცდას ტოვებს. ამაში დიდ როლს კი დახრილი გვერდები თამაშობს, რაც სმარტფონს მეტ დახვეწილობას მატებს. ყოველივე ამას ემატება მისი უჩვეულო შეფერილობა და კამერების დიზაინი.
ასევე აღსანიშნავია წონის განაწილებაც. დიდი ეკრანის მიუხედავად, HONOR X9c-ს ვერ ვუწოდებთ მძიმე მოწყობილობას მისი 189გ წონის გამო. ამასთანავე, სმარტფონში წონა ისეა განაწილებული, რომ ხელში მყარად და ბალანსირებულად მოთავსდეს და „ცხვირით“ დაბლა არ იხრებოდეს. თუმცა, სხვა თანამედროვე დიდეკრანიანი სმარტფონების მსგავსად, HONOR X9c-თ სარგებლობა ორი ხელით უფრო მოსახერხებელია.
ფოტო: HONOR Georgi
საუკეთესო ეკრანი
რაც შეეხება ეკრანს, მისი დიაგონალი თითქმის 6,8 ინჩია, ხოლო AMOLED ტიპის მატრიცას აქვს 120ჰც განახლების სიხშირის მხარდაჭერა, DCI-P3 ფერთა გამა და 2700x1224 პიქსელის გარჩევადობა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკრანს აქვს უზარმაზარი სიკაშკაშის მარაგი. HONOR X9c-ს ეკრანის ყველაზე მაღალი სიკაშკაშე 4000nits აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ეკრანზე ყოველთვის შეძლებთ გამოსახულების გარჩევას, თუნდაც ზაფხულის კაშკაშა მზის ქვეშ. გარდა ამისა, სმარტფონი მომხმარებელს სთავაზობს მხედველობის დაცვის მრავალ ტექნოლოგიას, მათ შორის ციმციმის არარსებობას 3840ჰც PWM სიხშირის წყალობით.
ამგვარად, სმარტფონი უზრუნველყოფს ერთგვაროვან გამოსახულებას მაღალი სიკაშკაშით და ციმციმის გარეშე, რაც სხვა ტელეფონებში ხშირად იწვევს თვალის დაძაბულობას. ამგვარად, ვიღებთ ფაქტობრივად იდეალური ეკრანს, სადაც მომხმარებელს მხოლოდ გვერდების მომრგვალებულ ნაწილებზე ელვარებასთან სჭირდება შეჩვევა.
მატრიცის ყველა უპირატესობასთან ერთად, HONOR X9c-ს ასევე შეუძლია თავი მოიწონოს გარე ზემოქმედებისგან გაძლიერებული დაცვის შესაძლებლობით.
დაცვა ყველაფრისგან
რაც შეეხება უსაფრთხოებას, HONOR X9c-ს შიდა ნაწილი ისეა კონსტრუირებული, რომ გვერდებზე ან კუთხეებზე დაცემის დროს უზრუნველყოს დარტყმის შემსუბუქება. გარდა ამისა, შიდა კომპონენტები დამაგრებულია დარტყმის შემამსუბუქებელ მასალაზე, რის შედეგადაც, მოწყობილობას შეუძლია გაუძლოს ორმეტრიანი სიმაღლიდან ვარდნას და შეინარჩუნოს ფუნქციონალურობა.
აღსანიშნავია, რომ როგორც ეკრანი, ისე კამერების მოდული სპეციალური გამაგრებული მინით არის დაცული. HONOR-ის მიხედვით, გამოყენებული მასალა ფოლადზე უფრო მყარია და ყოველივე ეს მოწყობილობას იცავს არა მხოლოდ დაცემის დროს ჩამონატეხებისგან, არამედ ნაკაწრებისგანაც.
და ბოლოს, HONOR X9c შეესაბამება IP65M სტანდარტს. მისი სამფენიანი დამცავი სისტემა უზრუნველყოფს სრულ ჰერმეტულობასა და წყალგაუმტარობას. გარდა ამისა, სენსორულ ეკრანს შეუძლია იმუშაოს წვიმაში და აღიქვას სველი თითები.
ფოტო: HONOR Georgia
ძალიან დიდი ბატარეა
აღსანიშნავია, რომ HONOR X9c-ის ბატარეა ძალიან დიდია, მაგრამ არა სქელი. მისი სილიკონ-ნახშირბადის აკუმულატორის ტევადობა 6600mAh-ია. ამ ტიპის ბატარეები ადრე მხოლოდ HONOR-ის ფლაგმანურ მოდელებში გამოიყენებოდა, თუმცა ახლა უკვე საშუალო კატეგორიის სეგმენტშიც გვხვდება.
მსგავსი აკუმულატორები გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით, ნელი დეგრადაციითა და კომპაქტური ზომებით. ბატარეის ერთი დამუხტვა საკმარისია 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ვიდეოების საყურებლად და ორი დღე მუსიკის მოსასმენად.
რაც შეეხება რეალურ პირობებთან მიახლოებულ გამოყენებას, შეიძლება ითქვას, რომ HONOR X9c ორიდან სამ დღემდე დამოუკიდებლად შეძლებს მუშაობას. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, რასაც ბაზარზე ხშირად ვერ შეხვდებით. მოდელის დამუხტვა შესაძლებელია სწრაფი 66ვტ სიმძლავრის კაბელიანი დამუხტვის ბლოკით, რომელიც სმარტფონს კომპლექტში მოჰყვება.
გამორჩეული მახასიათებლები
HONOR X9c დაფუძნებულია უკვე კარგად გამოცდილ საშუალო დონის პროცესორზე - Qualcomm Snapdragon 6 Gen 1. მას აქვს რვა ბირთვი, Adreno A710 გრაფიკული ჩიპი და ზოგადად, საკმარისი წარმადობა, რომელიც საკმაოდ მოთხოვნად თამაშებსაც კი შეესაბამება.
რაც შეეხება მეხსიერებას, სმარტფონი ხელმისაწვდომია როგორც 8, ისე 12GB ოპერატიული მეხსიერებით. ორივე შემთხვევაში შიდა მეხსიერება 256GB-ია. მოდელი ასევე მხარდაჭერილია OTG-თ, NFC-თ და ეკრანის ქვეშ მოთავსებული თითის ანაბეჭდის სკანერით. მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანი და აღჭურვილია დიდი სენსორით. ამასთანავე, კამერას აქვს ოპტიკური სტაბილიზაცია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოძრაობის დაფიქსირების შესაძლებლობა და ღამის გადაღების რეჟიმი. ექსპერიმენტებისთვის ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 5 მეგაპიქსელიანი ულტრა-ფართოკუთხოვანი კამერით.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ HONOR-მა კიდევ ერთხელ შექმნა კარგად ჩაფიქრებული და დაბალანსებული სმარტფონი, რომელსაც აშკარა სუსტი მხარეები არ აქვს. გამორჩეული დიზაინი, თითქმის უნაკლო ეკრანი და რეკორდული ავტონომიურობა, დამაკმაყოფილებელი წარმადობა და ღირსეული მთავარი კამერა, რასაც ემეტება ეკრანისა და კორპუსის დაცვა, რომლის წყალობითაც HONOR X9c-ს გამოყენებისას არც მობილურის ჩასადები დაგჭირდებათ და არც ტელეფონის მდგომარეობაზე ნერვიულობა.
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 97 წლის ქალმა თვითმფრინავის ფრთებზე გავლით გინესის რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
კომენტარები