10 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე, სადაც წასვლა არასოდეს მოგინდებათ
ფოტო: JUMBLE PUSHER
თუ გეტყვით, რომ გაიხსენოთ ყველაზე სახიფათო და საშიში ადგილი სადაც ოდესმე ყოფილხართ, რა თქმა უნდა, თქვენს გონებაში, მაშინვე არცთუ სასიამოვნო მოგონებები ამოტივტივდება.
და მაინც რა შეიძლება გენახათ ისეთი, რამაც თავი ასე დაგამახსოვრათ - გაუვალი ტყე, რომელშიც დაიკარგეთ. სწრაფი მდინარე, რომლის გადალახვაც მოგიწიათ თუ გარეული ცხოველი, რომლის დანახვაზეც იფიქრეთ, რომ თქვენი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა?
სამწუხაროდ ჩვენს პლანეტაზე, გაცილებით საშიში და მომაკვდინებელი ადგილები არსებობს, სადაც ყოველდღიურად, უამრავი ცოცხალი არსება თავის გადარჩენისათვის იბრძვის.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სახიფათო და მომაკვდინებელ ადგილს მსოფლიოში.
1. საჰელი, ჩრდილოეთ აფრიკა
ეს სოფელი საჰარის უდაბნოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მომაკვდინებელი ტერიტორიაა მთელს ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ მოხვედრილი თითოეული ადამიანი, მშრალი და ცხელი კლიმატის გამო, სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ დგას. მხოლოდ 1972-1984 წლებში, ანუ 12 წლის მანძილზე, გვალვამ 100 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
2. გველების კუნძული, ბრაზილია
ბრაზილიაში, სან პაულოს სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით გვხვდება ე.წ. გველების კუნძული, რომელიც სახელგანთქმულია გველების ექსტრემალურად დიდი რაოდენობით. ბრაზილიის მთავრობამ ტურისტებს აქ მოგზაურობაც კი აუკრძალა, რადგან კუნძულის ნებისმიერი სტუმარი დიდი ალბათობით ქვეწარმავლების მომდევნო მსხვერპლი გახდება.
3. დანაკილის უდაბნო, აღმოსავლეთ აფრიკა
ეს უდაბნო ჩრილო-აღმოსავლეთ ეთიოპიას, სამხრეთ ერიტრეასა და ჩრდილო-დასავლეთ ჯიბუტის ფარავს. ერთ-ერთი ყველაზე საშიში გარემოა, რადგან ვულკანური გეიზერები მთელი დღე-ღამის მანძილზე ცხელ და ტოქსიკურ სითხეს გამოისვრიან, ამას ისიც ემატება, რომ, შესაძლოა, ადგილობრივმა კრიმინალურმა ჯგუფებმა მოგიტაცონ.
4. სოფელი ოიმიაკონი, რუსეთი
ოიმიაკონი რუსეთში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე ცივ დასახლებულ ადგილად ითვლება. სოფლის მცხოვრებლები ძირითადად საქონლისა და ცხენის ხორცით იკვებებიან, რადგან სურსათის მოყვანა მკაცრ კლიმატურ პირობებში შეუძლებელია. იმისთვის, რომ მანქანები ყინვის გამო არ დაზიანდეს, ადგილობრივები მთელი დღის განმავლობაში მართავენ ავტომობილებს. აქ ცხოვრება ბევრი თქვენგანისთვის ალბათ წარმოუდგენელიც კი არის.
5. სირია
სირიაში უკვე დიდი ხანია რაც ომი მიმდინარეობას, აქ დაღუპულებისა და გადასახლებული ადამიანების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, სწორედ ამ საზარელი რეალობიდან გამომდინარე, სირია, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად რჩება.
6. ალაგოასი, ბრაზილია
თითქმის ყველამ იცის, რომ რიოში და სან პაულოში ყოველდღიურად უამრავი დანაშაული ხდება, თუმცა მათ, კრიმინალის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, ალაგაოსი უსწრებს. ყოველწლიურად აქ, საშუალოდ 2000 ადამიანს კლავენ.
7. მონროვია, ლიბერია
აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს, ლიბერიის დედაქალაქი მონროვია, ცნობილია თავისი მიგდებული ადგილებით, სადაც ათასობით ადამიანს სრულიად მოუწესრიგებელ და დაუცველ გარემოში უწევს ცხოვრება. აქ არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, ნარკოტიკების რეალიზება, მკვლელობა, ძარცვა და გაუპატიურება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, მონროვია, სადაც ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, საკმაოდ მძიმე ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დგას.
8. ჩონჩხების სანაპირო, ნამიბია
ნამიბიის ჩონჩხების სანაპირო, ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილია მსოფლიოში. სახელწოდება "ჩონჩხების სანაპირო" კი სრულად ასახავს რეალობას, რადგან აქ თითქმის ყველგან შეხვდებით, ცხოველებისა თუ ადამიანების ჩონჩხებს.
9. გვატემალა
მართალია, გვატემალაც ცნობილია თავისი მაღალი კრიმინალით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც ის ამ სიაშია მოხვდა. გვატემალაში ხშირია ისეთი ბუნებრივი კატასტროფები, როგორიც არის ძლიერი მიწისძვრა, ქარიშხალი და მეწყერი, რის გამოც აქ თითქმის ყოველწლიურად ასობით ადამიანი კვდება. მაგალითად 1976 წელს, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 23 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
10. სოდის ტბა, ტანზანია
ტანზანიის გადაჭიმულ მთებს შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და მომაკვდინებელი ადგილი იმალება, რომელსაც სოდის ტბა ჰქვია. ეს ბუნებრივი წყალსატევი, წარმოუდგენლად ბევრი ცოცხალი ორგანიზმის სამუდამო განსასვენებელ ადგილად იქცა, მათ შორის არიან ადამიანებიც. თავისი განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობითა და მაღალი ტემპერატურის მქონე წყლით, სოდის ტბა საბედისწერო დანიშნულების ადგილია.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა










კომენტარები