მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ? — კალაძე ევროკავშირზე
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და შიდა ინსტიტუციების უპატივცემულობაა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
"რა უნდა გამოიძიონ, რა არის გამოსაძიებელი? თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ? მე კი ვიცი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, გრძნობა "სამშობლო", პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული საერთოდ არ გაგაჩნიათ, იმიტომ, რომ როდესაც ხარ აგენტი და ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ცხადია, ვერ გექნება ამ ქვეყნის სიყვარული, ატარებ სხვა ქვეყნის სიყვარულს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ სიცრუეებზე, იმ ბრალდებებზე, რასაც ვისმენდით, მიმართა საქართველოს პროკურატურას. პროკურატურა გამოვიდა და მიმართა იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდა და იძახდა, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ აქვთ ფაქტები, არის მტკიცებულებები, მიმართა ზურაბიშვილს და სხვა ადამიანებს, რომ წარმოედგინათ ეს ყველაფერი. რა ქნეს, სად არის ეს ფაქტები და მტკიცებულებები? არ არსებობს ბუნებაში და რა უნდა წარმოადგინონ? ყველაფერი ცხადი და ნათელია, არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ნახეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასებაც, როგორც შუალედური, ისე საბოლოო. ყველაფერი ცხადია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. შესაბამისად, 1 120 000-მა ადამიანმა არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და ღირსებაზე", — აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, თბილისის მერი აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დასავლეთისგან მტრულ რიტორიკას ვისმენთ.
"ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით მტრულ განცხადებებს და იმ რიტორიკას, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ვისმენდით ისეთ განცხადებებს, რომ ეს ადამიანები არანაირ პატივს არ სცემენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, ამ განცხადებებით და მიდგომებით? შეიძლება სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესს ატარებს და კეთილი ინებოს ყველამ, დასავლეთში იქნება ეს თუ სხვაგან, პატივი სცენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
კომენტარები