მიშელ და ბარაკ ობამამ კამალა ჰარისს შესანიშნავი კამპანიის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხდა
ფოტო: Getty Images
აშშ-ში 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, აშშ-ის ექსპრეზიდენტი და პირველი ლედი, ბარაკ და მიშელ ობამაც ეხმიანებიან.
ობამამ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატ, ჯეი დეი ვენსს გამარჯვება მიულოცა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს შესანიშნავი კამპანიის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"უკანასკნელი კვირების მანძილზე და არჩევნების დღის განმავლობაში, მილიონობით ამერიკელმა ხმა მისცა არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ლიდერებს ყველა დონეზე. ახლა შედეგები ცნობილია და ჩვენ გვინდა გამარჯვება მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპს და სენატორ ვენსს.
რესპუბლიკელებთან მთელ რიგ საკითხებზე უთანხმოების გამო, რა თქმა უნდა, ეს არ არ ის ის შედეგი, რისი იმედიც გვქონდა, თუმცა დემოკრატიაში ცხოვრების არსი მდგომარეობს იმის აღიარებაში, რომ ჩვენი შეხედულებები ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს და უნდა შეგვეძლოს, მივიღოთ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება.
მე და მიშელი ძალიან ვამაყობთ ვიცეპრეზიდენტ ჰარისითა და გუბერნატორ ვოლცით. ორი გადასარევი საჯარო მოხელე, რომლებმაც შესანიშნავი კამპანია ჩაატარეს. ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მადლიერი იმ გუნდისა და მოხალისეების მიმართ, რომლებმაც რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რათა იმ საჯარო მოხელეებს გაემარჯვა, ვისიც მათ სჯეროდათ.
როგორც მე კამპანიის დროს ვთქვი, ბოლო წლებში, ამერიკამ რთული პერიოდი გამოიარა - ისტორიული პანდემიითა და ამით გამოწვეული ფასების ზრდით დაწყებული, დამთავრებული სწრაფი ცვლილებებითა და შეგრძნებით, რომ რაც არ უნდა გააკეთო, ერთ ადგილზე დარჩები და წინ ვერ წახვალ. ამ პირობებმა შექმნა დაბრკოლებები დემოკრატებისთვის მსოფლიოს გარშემო და გასულ ღამეს ვნახეთ, რომ ამისგან ამერიკაც არ არის დაცული.
კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პრობლემები გადაჭრადია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს მოვუსმენთ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავიცავთ იმ მთავარ კონსტიტუციურ პრინციპებსა და დემოკრატიული ნორმებს, რომლებმაც ეს ქვეყანა დიდებული გახადა.
ქვეყანაში, რომელიც ასეთი დიდი და მრავალფეროვანია, ყოველთვის ერთნაირად ვერ დავინახავთ ყველაფერს. მაგრამ, პროგრესისთვის საჭიროა, რომ გამოვხატოთ კეთილი ნება და წესიერება - იმ ხალხის მიმართაც, რომლებსაც ძალიან არ ვეთანხმებით. ასე მოვედით აქამდე და ასე გავაგრძელებთ იმ ქვეყნის მშენებლობას, რომელიც უფრო სამართლიანი, უფრო თანაბარი და უფრო თავისუფალია", — ვკითხულობთ ბარაკ ობამას წერილში. (ტაბულას თარგმანი)
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები