ტოლერანტობის ცენტრი POSTV-ის სიუჟეტზე: ვგმობთ ეთნიკური ნიშნით დისკრედიტაციას
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც სამთავრობო პროპაგანდისტული არხი POSTV-ის არმენოფობიულ სიუჟეტს გმობენ, რომელშიც აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, თუ "რატომ მალავს იგი სომხურ წამომავლობას".
"ამ სიუჟეტს მოყვა პარტია "ხალხის ძალის" წარმომადგენლის, ზურაბ ქადაგიძის მსგავსი ტიპის მადისკრედიტირებელი განცხადება და ასევე POSTV-ის მორიგი სიუჟეტი, სადაც ტელეარხი ცდილობს, დაამტკიცოს მამუკა ხაზარაძის თითქოსდა „სომხური“ წარმომავლობა. მსგავსი შინაარსის მედიაპროპაგანდა აქტიურად მიმდინარეობს სოციალური ქსელებითაც.
ჩამოთვლილ შემთხვევებში საქმე გვაქვს არმენოფობიული განწყობით პოლიტიკურ მანიპულირებასა და პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდთან, კონკრეტული პოლიტიკოსისთვის სხვა ეთნოსის იდენტობის გამიზნულ მიწერასთან და ამ საფუძველზე არმენოფობიური პროპაგანდისა და პოლიტიკური დისკრედიტაციის დაუშვებელ, ღირსების შემლახველ მცდელობასთან.
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრი ხელმომწერი ორგანიზაციები კატეგორიულად ვგმობთ და სრულიად დაუშვებლად მივიჩნევთ საქართველოში წლების წინ დამკვიდრებული ამ მავნებლური, ქვეყნის ინტერესების საზიანო „ტრადიციის“ განახლების მცდელობას, - ეთნიკური ნიშნის გამოყენებას პოლიტიკური დისკრედიტაციის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული წარმოდგენებით მანიპულაციისთვის", — წერია განცხადებაში.
ტოლერანტობის ცენტრმა და ეთნიკური უმცირესობების საბჭომ POSTV-ისა და არმენოფობიის გამვრცელებელ სხვა სუბიექტებს მოუწოდა, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ეთნიკური იდენტობის დისკრედიტაციის მიზნით გამოყენების გამო და სამომავლოდაც უარი თქვან მსგავს პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და შეუსაბამოა დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან.
გარდა POSTV-ის არმენოფობიული სიუჟეტისა, განცხადებაში საბჭო გმობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ 10 ოქტომბრის სიუჟეტში აზერბაიჯანულ თემთან მიმართებით ტერმინ "დიასპორას" გამოყენებას.
"საქართველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები განსხვავდებიან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ნიშნით, მაგრამ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვართ საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ტერმინი „დიასპორა“ ატარებს შინაარსს, რომლის მიხედვით დიასპორის წევრები სამშობლოდ სხვა ქვეყანას მიიჩნევენ და შესაბამისად, სხვა ქვეყანას წარმოადგენენ ახლანდელი განსახლების ქვეყანაში.
სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭო მოუწოდებს ხსენებულ მედიას, მსგავსი ტერმინები აღარ გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების, მოქალაქეთა ჯგუფებისა თუ მთელი თემის აღწერისას, მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისას; აქვე გვინდა მოვუწოდოთ ყველა მედიას, პარტიას, პოლიტიკოსს, საზოგადოებრივი აზრის შექმნაში ჩართულ ორგანიზაციებსა და პიროვნებებს, უარი თქვან ხსენებული ტერმინით საქართველოში ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მოხსენიებაზე, რადგან ჩვენ არ ვართ დიასპორა, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი საერთო სამშობლო არის საქართველო!" — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, ქართულ-უკრაინული წიგნისა და პრესის სახლი, ქართველ სომეხთა კავშირი, ღია საზღვრები, საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა, საქართველოს უდიები, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი, სოლიდარობის მუზეუმი, საქართველოს ქურთული ასოციაცია "რონაი", სათემო კავშირი "პანკისის კეთილდღეობისათვის", სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.
ცნობისთვის, სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხმა POSTV-მ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ გაგზავნილი ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს "სომხურ წარმომავლობას", რისი "დამადასტურებელი ფაქტებიც" აქვთ.
პროპაგანდისტული არხის ჟურნალისტი კლასიკურ შოვინისტურ მანიპულაციას მიმართავს და დათქმას აკეთებს: "სომხები ხომ ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი" - და ამატებს - "რატომ გრცხვენიათ?".
საქართველოში, შოვინიზმსა და არმენოფობიაზე კაპიტალიზების მსურველები დიდი ხანია ამ "ხრიკს" მიმართავენ.
ერთი მხრივ ისინი ცდილობენ თავი აირიდონ რომელიმე ეთნოსის უარყოფითი შეფასებისგან, მეორე მხრივ კი ამ ეთნოსის მიმართ არსებულ სტერეოტიპებსა და შოვინიზმზე კაპიტალიზდნენ.
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საგანმანათლებლო ცენტრი დაიხურა
გადახედვა
-
კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება? კუთხის დივნები: როგორ შევარჩიოთ ზომა და სწორი განლაგება?
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
კომენტარები