რუსული კანონი ფიზიკურ პირს შეეხო — რას ჰყვება დეა ერემაშვილი
დეა ერემაშვილი გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციასთან — კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თანამშრომლობდა. ინფორმაცია მისი ანაზღაურებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ კი, მასთან შეთანხმების გარეშე, ე.წ. რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც დეა ერემაშვილმა დარღვევა აღმოაჩინა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. მისი თქმით, მისი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნეს.
"ერთ წელზე მეტია რუსულ კანონს ვებრძვი იმიტომ, რომ ჩემი საქმიანობის შეურაცხყოფის პირდაპირპროპორციული მგონია. არსებობენ ორგანიზაციები, რომელიც სხვაგვარად უყურებენ ამ პროცესებს და მთავრობასთან ჭიდილს კანონის დამორჩილება არჩიეს. მათ შორის არის კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომლიდანაც მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წელს ვიღებდი კუთვნილ ანაზღაურებას...
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ურცხვად იტყუებოდა, რომ ფიზიკური პირების პერსონალურ ინფორმაციას არ ემუქრება საფრთხე და ასევე საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე ურცხვად იტყუებოდა, სხვა წევრებთან ერთად, რომ შშმ პირებს არ გვეხება რუსული კანონი და ვიღაც გვატყუებს და ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, დღეს აღმოვაჩინე, რომ აგენტების რეესტრში ასახულია ჩემი განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, რომლის დაცულობის ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჰქონდა. მინიმუმ უნდა დაეშტრიხათ.
დღესვე მოვახდინე საკითხზე რეაგირება და ვთვლი, რომ დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლები ჩემთან მიმართებაში“, — დაწერა დეა ერემაშვილმა 16 ოქტომბერს სოციალურ ქსელში.
დღეს, NEWS.On.ge-სთან საუბრისას, დეა ერემაშილი ამბობს, რომ თუ ორგანიზაციამ არასწორად შეავსო დეკლარაცია და რაღაც შეცდომა მოუვიდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა გადაუმოწმებლად და დაუშტრიხავად ინფორმაციის განთავსება.
"გუშინ მეგობარმა მითხრა, რომ დარეგისტრირებული ვიყავი აგენტების რეესტრში. ერთ-ერთ დარეგისტრირებულ ორგანიზაციას დადებული აქვს დეკლარაცია საჯაროდ და იქ მოცემულია შენის ახელი და გვარი და ანაზღაურების ოდენობა. თვეების მიხედვითაა გაწერილი — რამდენი ავიღე ანაზღაურება და ა.შ. შესაბამისად ეს არის ჩემი, როგორც ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების მონაცემების დარღვევა და განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის გამჟღავნება. იმიტომ, რომ ჩემი ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს მესამე პირს. თუ ორგანიზაციამ არასწორად შეავსო დეკლარაცია და რაღაც შეცდომა მოუვიდა, სახელმწიფომ რომ დადო თავის საიტზე გადაუმოწმებლად და დაუშტრიხავად, ეს მათი პასუხისმგებლობაა.
მე გუშინ ღამევე დავწერე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საიტზე საჩივარი და ველოდები მათგან რეაგირებას", — ამბობს დეა ერემაშვილი.
საგულისხმოა, რომ დეა ერემაშვილი შშმ პირია და ის ორმაგად მოტყუებულად გრძნობს თავს. მას მთავრობის მაღალჩინოსნებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსული კანონი არ ეხება არც ფიზიკურ და არც შშმ პირებს. თუმცა, ახლა ამბობს, რომ ეს ტყუილი აღმოჩნდა.
"მთავრობის ნარატივი რაც ამდენი თვეა გვესმის იყო ის, რომ რუსული კანონი არ ეხება ფიზიკურ პირებს და ამ შემთხვევაში, როგორც ფიზიკურ პირს, ისე შემეხო ეს დარღვევა. ვიცოდი, რომ მატყუარა მთავრობა გვყავდა, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი გამოვლინდა. პლუს კიდევ იმას მეუბნებოდნენ, რომ შშმ პირებს არ ეხებოდა ეს კანონი, აღმოჩნდა, რომ მეხება. ის ანაზღაურება, შშმ აქტივისტობისთვის ავიღე", — განაცხადა დეა ერემაშვილი.
დეა ერემაშვილმა ისიც გვითხრა, რომ მას სახალხო დამცველის აპარატიდან წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრეს, რომ საკითხის მოკვლევა დაიწყეს.
ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, NEWS.On.ge პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუკავშირდა სადაც გვითხრეს, რომ სამსახური ყველა შემოსულ განცხადებას გულდასმით სწავლობს.
"ჩვენი სამსახური შეისწავლის ყველა ფაქტს, რომელიც პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებასთან არის დაკავშირებული და არც ერთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე. არ გვაქვს უფლება, დაგიდასტუროთ შემოსულია თუ არა ეს კონკრეტული საკითხი სამსახურში. თუმცა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყველა შემოსულ განცხადებას სწავლობს სამსახური", — გვითხრეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.
კითხვაზე, როგორ აფასებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ ფაქტს, გვიპასუხეს, რომ:
"შესწავლის დასრულებამდე სამსახური შეფასებას ვერ გააკეთებს"
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები