ირაკლი კობახიძე

12 Oct. 2024, 12:06

ეს არის, რეალურად, რასაც უწოდებენ, ხელით დაწერილი ე.წ. კვლევის შედეგები. ე.წ. ედისონის კვლევები ქვეყნდება ხოლმე ფორმულას მიერ და ჩვენ ვუწოდებთ ობიექტურად კეზერაშვილის სიზმრებს. მთავარ არხზე გამოქვეყნდა გვარამიას სიზმრები. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც გვარამიას პარტია გაიყვანეს პირველ ადგილზე ოპოზიციაში და გადაასწრებინეს ნაციონალური მოძრაობისთვის. ხელით წერენ ასეთ შედეგებს და, რა თქმა უნდა, ამას ფასი არა აქვს. მით უმეტეს, რომ საზოგადოებამ გამოცდილება შეიძინა. თქვენ გახსოვთ, ვერცერთ წინა შემთხვევაში მათი კვლევები ვერ ახერხებდა არჩევნების შედეგების გამოცნობას. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ აქაც უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი.

ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობდით საზოგადოებასთან მოსალოდნელ შედეგებზე, ვეუბნებოდით სიმართლეს. მე შეგახსენებთ ჩემს განცხადებებს - 2016 წელს ვამბობდი, რომ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, რაც ნიშნავს 50%-ს და, რეალურად, მაშინ ქართულმა ოცნებამ აიღო 48.2%. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით 2020 წელს იმასთან დაკავშირებით, რომ, მე პირადად ვამბობდი, რომ დაახლოებით 90 მანდატს ველოდებოდით და ასე დაემთხვა, რომ ავიღეთ ზუსტად 90 მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. და 2021 წელს, მე ვამბობდი მკაფიოდ, რომ ჩვენ ვფიქრობდით წინა არჩევნების, 2020 წლის არჩევნების გამეორებას და მხოლოდ 1%-იანი იყო ცდომილება ამ ორ არჩევნებს შორის.

აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვამბობთ ხოლმე, ის ყოველთვის მართლდება იმიტომ, რომ არასდროს არ ვატყუებთ არც საკუთარ ამომრჩეველს და არც, ზოგადად, საზოგადოებას. და ახლაც, როცა ვამბობთ, რომ 60%-ია ჩვენი რეიტინგი, ჩვენ, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რადგან როცა დადგება 26 ოქტომბერი, საღამო, 9 საათი, 10 საათი, საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებას თვალებში უნდა ჩახედო და არ უნდა შეგრცხვეს, როცა 30%-ს უქვეყნებდი ქართულ ოცნებას და აღმოჩნდა, რომ 60% მიიღო, თუმცა მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ აქვთ და არც თვალის გასწორების პრობლემა არ ექნებათ, უბრალოდ, ურცხვი ადამიანები არიან.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე. გუშინ, მთავარმა არხმა გაავრცელა ბრიტანული კომპანიის, SAVANTA-ის მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, სადაც ქართულ ოცნებას გამოკითხულთა 36% უჭერს მხარს, ხოლო ოპოზიციაში 18%-ით პირველ ადგილზე არის კოალიცია ცვლილებისთვის. გამოკითხვის მიხედვით, ენმ-ს 14% უჭერს მხარს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  2. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1776-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

პროევროპული პროტესტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვმა, რომლებიც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმაზე — Freebusiness.ge…