პრემიერი წინა ხელისუფლებას კვლავ კრიმინალური დანაშაულების ჩადენასა და ტერიტორიების დაკარგვაში ადანაშაულებს
ბათუმში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების ხელისუფლების ბოლო 12 წლის მიღწევებსა და მომავალი 4 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილია და გაიზრდება საბიუჯეტო, მუნიციპალური სახსრები, ხელფასები, პენსიები და ა.შ. ამასთან ერთად, პრემიერმა კვლავ დიდი დრო დაუთმო წინა ხელისუფლების კრიტიკას, კვლავ "უსამშობლო პოლიტიკოსებად" მოიხსენია და თქვა, რომ უცხოური აგენტურის მიერ იყვნენ მართული.
"2012 წლამდე საქართველოს მართავდა უცხოური აგენტურა, უსამშობლო პოლიტიკოსების ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით, ომით და საქართველოს ტერიტორიების 20%-ით დაკარგვით დაგვამახსოვრა თავი. ამ უმძიმესი დანაშაულების პარალელურად, რეჟიმი ვერც ეკონომიკური მიღწევებით გამოირჩეოდა და 2012 წელს ქართულმა ოცნებამ მათგან უმძიმესი მემკვიდრეობა გადაიბარა.
2012 წელს მხოლოდ 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა და 8.5 მილიარდი ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი. უმუშევრობა შეადგენდა 28 პროცენტს, საშუალო ხელფასი კი — 712.5 ლარს შეადგენდა. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1,120,000 ჩვენი თანამოქალაქე. არ არსებობდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მოშლილი იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ.
უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად შეძლო ქვეყნის განვითარების სწორი მიმართულებით შემოტრიალება:
ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ, 2028 წლისთვის კი, ჩვენი პროგრამის მიხედვით, 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება;
5 მილიარდი ლარიდან 28 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც 2028 წელს 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს;
გავანახევრეთ უმუშევრობა. მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში შეიქმნა 170,000 ახალი სამუშაო ადგილი ქვეყანაში, 2028 წლის ჩათვლით კი, დამატებით 200,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება;
ხელფასი როგორც უკვე ვთქვი იყო 712.5 ლარი 2012 წელს და საშუალო ხელფასმა უკვე გადააჭარბა 2000 ლარს ქვეყანაში, რომელიც 2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს;
2012 წლის შემდეგ, 680 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028 წლის ჩათვლით, სიღარიბეს დამატებით 300,000-მდე ადამიანი დაძლევს და სიღარიბე 4 %-ს ჩამოსცდება;
მხოლოდ გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში, 5 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კი, 9 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციებს მოვიზიდავთ;
თქვენ გახსოვთ წინა ხელისუფლება თავს იწონებდა ინფრასტრუქტურის მშენებლობით და მე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა. უკვე მომავალ წელს დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტობანის მშენებლობა, რის შემდეგაც ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დრო 3 საათამდე შემცირდება. ასევე, მომავალ წელს დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაც;
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაგრძელდება ბიზნესის მხარდაჭერა, დამატებით ასობით ახალ საწარმოს და 70,000 სამუშაო ადგილს შევქმნით;
სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანობაში 3 მილიარდი გამოიყოფა;
სწრაფი ტემპით ვითარდება ტურიზმი, რაც აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2028 წლისთვის ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს;
2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 3-ჯერ გადააჭარბებს 2012 წლის მაჩვენებელს და საქართველო გახდება, ელექტროენერგეტიკული თვალსაზრისით, სრულიად თვითკმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა;
2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონული განვითარების ფონდისთვის, 400 მილიონი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, 155 მილიონი მთის ფონდისთვის, ხოლო 200 მილიონი — მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის;
2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გავზარდეთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები, რომელთა ზრდა მომდევნო წლებშიც სწრაფად გაგრძელდება;
2012 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა გაზიფიკაციის ტემპი და უკვე მომავალ წელს ბუნებრივი აირით მოსახლეობის 93% იქნება უზრუნველყოფილი, 2028 წლისთვის გაიზრდება 95%-მდე. 15-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ინვესტიციები წყალმომარაგებაში. მომავალ წელს 24-საათიან წყალმომარაგებაზე წვდომა ქვეყნის ყველა ქალაქს ექნება;
2012 წლამდე, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, 2012 წლის შემდეგ კი, 109 იუსტიციის სახლი აშენდა, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე დამატებით 12 იუსტიციის სახლი გაიხსნება, რითაც მთელი ქვეყანა დაიფარება სრულად;
2012 წლის შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ განათლების დაფინანსება. საბავშვო ბაღები გავხადეთ სრულიად უფასო და შემოვიღეთ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა. ქვეყნის მასშტაბით დავასრულეთ 836 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია და დავიწყეთ 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, მომდევნო 4 წელიწადში კი, 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება;
4-ჯერ გაიზარდა სპორტის დაფინანსება და როგორც მოგეხსენებათ შედეგები სახეზეა, ხვალ ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, სპორტში ჩვენი ინვესტიციების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ახალი სტადიონია. შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ საფეხბურთო ტრადიციების მქონე ეს ქალაქი სტადიონის საერთოდ გარეშე დატოვა, დაანგრიეს ის სტადიონი, რომელიც ქალაქს ჰქონდა, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბათუმისთვის ახალი, ულამაზესი სტადიონი არ ააშენა;
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და სხვა მიზნობრივი პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა ქვეყნის სოციალური ბიუჯეტი და ჯანდაცვის დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ გაუმჯობესდა ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობა, 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა. 5-ჯერ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1 იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერთათვის — 450 ლარი გახდება. შესაბამისად, 420 და 540 ლარამდე გაიზრდება პენსიები მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის. 35,000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, საცხოვრისს დამატებით 6,000 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ეს არის ჩვენი მიღწევებისა და 4-წლიანი გეგმების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი. ქვეყნის წინსვლაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ, რომლისთვისაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.
26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავიცვათ მშვიდობა, ღირსება და კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნისთვის და შევქმნათ საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. 26 ჩვენი დღეა და ოქტომბერი ჩვენი თვეა! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული ოცნება და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო! ღმერთი იყოს ამ ლამაზი ქალაქის, ულამაზესი აჭარის და სრულიად საქართველოს მფარველი!," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
კომენტარები