კობახიძის თქმით, ივანიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ფინანსური შანტაჟის გამო აღარ შეხვდება
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს ფინანსური შანტაჟის გამო აღარ შეხვდება. პრემიერის თქმით, ეს მმართველი პარტიის დასავლეთთან ურთიერთობაზე არ აისახება.
"საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის პირად კომუნიკაციაზე, მის პირად შეხვედრებზე პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან. აქ თქვა მან ერთი მარტივი რამ: ვიდრე გრძელდება ფინანსური შანტაჟი, ის თავს იკავებს ნებისმიერი პოლიტიკოსთან და ბიუროკრატთან, ვისაც შეიძლება შეხვედრის სურვილი ჰქონდეს. არსებობს ეს რისკი, რომ შეიძლება ის იყოს გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ — ეს იყო აქ ნათქვამი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულიად გუნდი, ვინარჩუნებთ კომუნიკაციას, მათ შორის, პოლიტიკოსებთან, ბიუროკრატებთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ სწორ მომენტში, და ეს მოხდება აუცილებლად მომავალ წელს, ვიზრუნოთ მაქსიმალური ინტენსივობით ურთიერთობების გადატვირთვაზე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ ოქტომბერს აშშ-ის საელჩო ბიძინა ივანიშვილის კრედიტ სუისთან დავით სპეკულაციის ფაქტს გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ამ დავასთან არაფერ შუაშია, რადგან მას ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოები განიხილავენ. ამის საპასუხოდ სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას აშშ და ევროკავშირი შანტაჟის კამპანიაში არასოდეს დაუდანაშაულებია და ამ კამპანიის უკან ის მოიაზრებს ძალებს, რომლებსაც ე.წ. "გლობალური ომის პარტიას" უწოდებს. ივანიშვილის თქმით, ამ ძალას აშშ-სა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე აქვს გავლენა და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს აცხადებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე.
ცნობისათვის, ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს უარი განაცხადა შეხვედროდა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო'ბრაიანს და აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები