პრემიერი: შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ [შუქრუთელებზე] ინფორმაციას
ღია ცის ქვეშ ღამეების თენების და შიმშილობის დაწყებიდან 32-ე დღეს, შუქრუთელები დღეს პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ. მანამდე, მათ 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს. პრემიერი გაფიცულ მაღაროელებს ამ დრომდე არ შეხვედრია.
13 სექტემბრის ბრიფინგზე მიშიმშილე შუქრუთელებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკების წარმოება". დღეს კი ჟურნალისტებს დაჰპირდა, რომ მომავალ ბრიფინგამდე კიდევ ერთხელ ჩაეძიებოდა საქმეს. მისი თქმით, ასეთი აქციები ხშირად წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც სამწუხარო მოვლენაა.
"მე, ზოგადად, იცით, რომ არასდროს, არასდროს არ მოვრიდებივარ შეხვედრებს, მაგრამ რა ინფორმაციაც მეც მქონდა და, ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის ინფორმაცია, ძირითადად სამი პირი იყო ჩართული, ყოველ შემთხვევაში თავიდან, ახლა არ ვიცი როგორ არის, ამ აქციის ორგანიზებაში. ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდს ასეთი აქციები, რაც სამწუხარო მოვლენაა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მათ შორის რაც გადავამოწმე, ერთ-ერთ პირს ჰქონდა 80 000 ლარი აღებული კომპენსაცია, მეორეს 50 ათასი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მიღებული, ჩაბარებული, ამის მიუხედავად მოვიდა არჩევნები და…
გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალურად მოვიძიებ ინფორმაციას, შეგვიძლია ერთმანეთშიც გავცვალოთ ეს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ნაბიჯებიც გადაიდგმება, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ ბრიფინგამდე უფრო დეტალური ინფორმაციით წარვდგები.
თუ პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის აქციის მონაწილეების მხარეს და პლუს არ არსებობს რესურსი, რომ მოგვარდეს კომპანიასა და ამ პირებს შორის, ამ შემთხვევაში საჭიროა შეხვედრა, მაგრამ თუ სხვა რესურსი არსებობს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ კომპანია და შესაბამისი პირები მოგვარდნენ ერთმანეთთან," — განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შუქრუთელებმა და მათმა მხარდამჭერებმა გუშინ მსვლელობა მოაწყვეს, სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ, თუმცა აქციის მონაწილეები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის სახლამდე პოლიციამ არ მიუშვა.
3 დღის წინ მოშიმშილეებს, შიმშილობის 29-ე დღეს პარლამენტის წინ მოშიმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ. პოლიციამ არც ქალებს მისცა უფლება, ლეიბები გაეშალათ.
შუქრუთელები უკვე 190 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
მეტი ინფორმაცია შუქრუთელების უწყვეტ პროტესტზე მიიღეთ აქ.
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
-
გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება გოდერძი — კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე გელოდება
-
OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა OpenAI-ს "ურჩმა" აგენტმა ავსტრალიის სამთავრობო ვებსაიტი თვითნებურად გატეხა
გადახედვა
-
EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება EU უკრაინაში ომს G20-ზე მაშინაც დაგმობს, თუ პუტინი სამიტს დაესწრება
გადახედვა
-
"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა "თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 40-მდე ერთეული ტექნიკა დაემატა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
კომენტარები