გიორგი ამილახვარი

19 Sep. 2024, 14:07

"ახლა მიდის ამ პროცესის დამუშავება. უახლოეს მომავალში ჩვენ პრაქტიკულად ახლა საარჩევნო რეჟიმშიც ვიმყოფებით, მოგეხსენებათ, იქნება უკვე საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, სადაც იქ უკვე იქნება საუბარი, თუ როგორ და როდიდან ვიწყებთ ჩვენ სასკოლო კვების პროგრამას.

მანამდე შემიძლია გითხრათ, რომ სრულად დამუშავდა თითოეულ სკოლაზე დაფუძნებით ანალიტიკური ინფორმაცია, მათი შესაძლებლობები, საჭიროებები და ის მოდელები თუ რომელ სკოლაში რა ფორმით და რა ვადებში შესაძლებელია დავიწყოთ ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ეს, პარალელურად, თან ერთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ამიტომ, უახლოეს მომავალში, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს, ჩვენ ამაზე საზოგადოებას დეტალურად მოვახსენებთ".

ამის შესახებ ამილახვარმა პუბლიკის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის იგეგმება სასკოლო კვებასთან დაკავშირებით დაპირებული გეგმის გასაჯაროება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ—ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, განაგრძობს აგროსექტორში ისეთი სტრატეგიულად…