როგორი და რომელი ხელოვნური ინტელექტი გამოადგებოდათ Game of Thrones-ის პერსონაჟებს
ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ფანტაზიას წარმოადგენდა, დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დაწყებული საწარმოების ავტომატიზაციით, დამთავრებული ჩეტ-ბოტებითა და დამხმარეებით (Alexa, Siri). ხელოვნური ინტელექტი მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზოგი ადამიანი იმასაც ფიქრობს, რომ AI კაცობრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა და საფრთხეა.
ჩვენი და ხელოვნური ინტელექტის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება არ ვიცით, მაგრამ ვესტეროსში რომ AI ძალიან გამოსადეგი იქნებოდა.
1. დენერის ტარგარიანი
ბოლო სეზონში დენის არც ისე კარგი დღე უდგას, მხოლოდ ბოლო სერიაში მოახერხა მტრისთვის დიდი დარტყმის მიყენება. მანამდე კი, როგორც თვითონ ამბობდა, ომს აგებდა და მისი ყველა მოკავშირე დამარცხებული იყო. ისეც კი გაბრაზდა, რომ ტირიონის ერთგულებაში შეიტანა ეჭვი, იქნებ შენს ოჯახის წევრებს სულაც არ აღიქვამ მტრად და არ გინდა მათთვის ზიანის მიყენებაო.
რკინის ტახტის კანონიერი მემკვიდრე თავისი სტრატეგებით უკმაყოფილოა, ამიტომ მას ძალიან გამოადგებოდა AI, რომელიც შეისწავლიდა ვესტეროსის რელიეფს, ჯარების შემადგენლობასა და ბრძოლის უნარიონაობას, მათი გადაადგილების ტემპს, ამინდსა და სხვა მონაცემებს და დატა ანალიზის შედეგად შესთავაზებდა ბრძოლის საუკეთესო ვარიანტს. ცხადია, ეს ბოტი ყველა მხარეს გამოადგებოდა, მათ შორის ლანისტერებს, ჯონ სნოუს - უაით უოკერებთან საომრად ან თავად ღამის მეფეს მთელი სამხრეთის ასაღებად, მაგრამ ეს ბოტი მხოლოდ დენისთვის გვემეტება, რომლის მმართველობასაც ვლობირებთ.
2. მისანდეი
ოკ... მისანდეის ხელოვნური ინტელექტი კი - არა, ტინდერი სჭირდება.
3. ჯეიმი ლანისტერი
ჯეიმი ლანისტერს ხელოვნური ინტელექტის გარდა ბიონიკური პროთეზის გამოადგება და თან ახალი ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, ვინ იცის, იქნებ ისევ ისე ოსტატურად შეძლოს ხმის ხმარება. მაგრამ ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო სერიაში მომხდარი მოვლენაა, რომელიც ლანისტერებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს.
როგორც იცით, ლომებს რკინის ბანკის ძალიან დიდი ვალი აქვთ. ამ ვალის გადახდას და-ძმა ჰაიგარდენიდან წამოღებული ოქროთი გეგმავდა, მაგრამ დენის თავდადასხმამ ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დატოვა, რადგან, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ოქრო გადარჩა, მას აუცილებლად წაიღებენ დრაკონების დედის ქვეშევრდომები.
ასეთი ინციდენტებისგან საჭიროა დაზღვევა, რომელიც ჯეიმისა და ლანისტერების ზარალს აანაზღაურებდა. ამიტომ ჯეიმის და ყველა სხვა ვესტეროსელს ვურჩევდით ბოტს, რომელიც მას მარტივად დაუზღვევდა ნადავლის ქარავანს. ასეთი კი თიბისი დაზღვევის ახალი ჩეთ-ბოტი ბი ბოტია. ბი ბოტი სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ Facebook ჩეთში დაგეხმარებათ სამოგზაურო დაზღვევის ყიდვაში, თანაც შემდეგ არც ოფისში მისვლა მოგიწევთ და არც კურიერი მოვა. თქვენი დაზღვევა შეგიძლიათ სმარტფონში გქონდეთ ან ამოაპრინტეროთ (ჯეიმის შემთხვევაში ყორანს გამოაბათ) და ისე წარადგინოთ საჭიროებისამებრ.
4. ჯონ სნოუ
ჯონ სნოუმ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე იცის და უნახავს, ამავდროულად არაფერიც არ იცის. ამიტომ მას ვურჩევდით ჩეტ-ბოტს, რომელიც ხანდახან რაღაც საინტერესო ფაქტებს მიაწვდიდა და განათლებას მიაღებინებდა. მაგალითად, "იცოდით, რომ ვესტეროსიდან ესოსამდე, ვიწრო ზღვაში 20 ფრთაგაშლილი დრაკონი ჩაეტეოდა?" - რა ჯანდაბად უნდა ასეთი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ გზაში გაერთობოდა მაინც.
გარდა ამისა, ჯონს ვურჩევდით თავის ყორანზე ან გრაგნილზე დააინსტალიროს აპლიკაცია, რომელშიც თავის ფოტოს ატვირთავს და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ გამოუტანს მშობლების ფოტოებს. იქნებ ასე მაინც გაიგოს, ვინ იყვნენ მისი მშობლები, თორე ბრენი არაფრის თქმას აპირებს, როგორც ჩანს.
5. არია სტარკი
არია ძალიან მაგარი გოგოა, რომელსაც არანაირი ხელოვნური ინტელექტი არ სჭირდება დასახმარებლად. მის საინტერესო და დაძაბულ ისტორიას კარგად შეავსებდნენ და ძალიან გაასაყვარლებდნენ Star Wars-ის გმირი ანდროიდები R2D2 და C3PO, რომლებიც მასთან ერთად იხეტიალებდნენ, R2D2 იჟღურტულებდა და C3PO-ს, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნად გამოიყენებდა.
6. სერსეი ლანისტერი
შეიძლება ითქვას, სერსეი ლანისტერს უკვე ჰყავს ხელოვნური ინტელექტი - მეისტერ ქაიბირნის მიერ ფეხზედაყენებული და გარობოტებული სენდორ მთა კლიგეინის სახით. მაგრამ Mountain 1.0 არაფრით გამორჩეული საბრძოლო კიბორგია, რომლის ღირსებაც გამძლეობა და ძალაა. კლიგეინი ტლანქია და მისი დამარცხება როგორ შეიძლება, ეს ობერინ მარტელს შეეძლო ეჩვენებინა, რომ არა გაუფრთხილებლობა.
ჩვენი აზრით, სერსეის ახალი საბრძოლო ბოტი სჭირდება, რომელიც თან დრონიც იქნება და დრაკონებს დაუპირისპირდება. ექნება მოქნილი სხეული და სწრაფად იმოძრავებს. ამისთვის მას არა ციტადელის მეისტერების მოწვევა, არამედ MIT-ს რობოტიკის ინჟინრები დასჭირდება. გარდა სწრაფი მოძრაობისა და ფრენისა, ეს რობოტი აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა სენსორებით. მაგალითად, თითის ღვინოში ჩაყოფით უნდა იგებდეს მოწამლულია თუ არა სასმელი და შეეძლოს სახის კანის დასკანერება და სრულად გაანალიზება. როგორც იცით, არია სტარკს ქინგსლენდინგში ჩასვლა და სერსეის მოკვლა უნდა, მას კი ნიღბად სხვა ადამიანების სახეების მორგება შეუძლია. იმისთვის, რომ სერსეის იგივე არ დაემართოს, რაც ფრეის საგვარეულოს, მას ძლიერი სკანერი სჭირდება.
7. ვარისი
ვარისი ყოველთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, მაგრამ მის ძალაუფლებას ინფორმაცია განაპირობებდა. მასთან მიდიოდა ყველა სახის ჭორი და მართალი და სწორედ ამის გამო შეძლო მან მეფის კარზე აღზევება და დიდი ძალაუფლების მოპოვება - იმდენად დიდის რომ ერთი ხელის მოსმით შეეძლო პოლიტიკური ამინდისა და პროცესების შეცვლა.
ვარისი, ამჟამად, სავარაუდოდ, ისეთი ძლიერი ვეღარ არის, რადგან მისი ქსელი დაიშალა, დიდი ნაწილი კი სერსეის ერთგულმა მსახურმა, მეისტერ ქაიბირნმა ჩაიგდო ხელში. ამიტომ ვარისს, ვიდრე ის თავის პოზიციებს დაიბრუნებს, ძალიან გამოადგება რობო-ობობები, რომლებიც ივლიან სასახლეების, ბორდელებისა და სახლების ღრიჭოებში, ჩაიწერენ და გადაიღებენ ყველას საუბარს, შემდეგ მიიტანენ ვარისთან, რომელსაც სხვა AI ექნება იქვე, რომელსაც მიღებულ ინფორმაციას აუტვირთავს, ის კი ყველა ინფორმაციას გააანალიზებს, დაახარისხებს და ვარისს ისე მიაწვდის.
ჩვენი მომავლისა და სამყაროს შესახებ ვერ გეტყვით, მაგრამ ვესტეროსელებს ძალიან გამოადგებოდათ ხელოვნური ინტელექტი. სამწუხაროა, რომ მათ ამაზე ხელი არ მიუწვდებათ. პრინციპში, ჯერ არც ჩვენ ვართ განებივრებულები, მაგრამ, სამაგიეროდ, შეგვიძლია პატარა სიკეთეებით ვისარგებლოთ და მოგზაურობის წინ ან თუნდაც თვითმფრინავში ჩაჯდომამდე, ბი ბოტის დახმარებით ვიყიდოთ და თან ვატაროთ სამოგზაურო დაზღვევა.
კომენტარები