კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

10 Sep. 2024, 17:33

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთთან არ უომიათ. რატომ? იმიტომ რომ ამ სივრცეში დამყარებულია დემოკრატიული წესრიგი. მეტიც, ისინი მიხვდნენ, რომ ომით არაფერი კარგი არ შეიძლება გაკეთდეს. რუსეთი და მისი გარემოცვა, არიან ავტორიტარული ქვეყნები, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც სულ კბილებს ილესავენ და სულ ომისთვის ემზადებიან. ჩინეთი ამათ შორის ყველაზე ნაკლებად, მაგრამ სულ ემუქრება ტაივანს. ომისა და ძალის გამოყენების მუქარა, რუსეთის და ავტორიტარული სამყაროს ნიშანი. დასავლური ქვეყნები პირიქით, ყველანაირ რესურს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ომი არ იყოს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც მის სამეზობლოში არიან.

ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინას ეომება, ამ ომში კიდევ საქართველოს ჩართვა, ვითარებას კიდევ უფრო უკონტროლოს გახდიდა. ამის მენეჯმენტი დასავლეთს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, ამიტომ ლოგიკურადაც კი გამორიცხულია რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდეს. ამ თემით მანიპულაცია ჩემი აზრით უმაღლესი დონის უსინდისობაა.

დიახ, უსინდისობაა იმ ქვეყნების მიმართ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა გადაარჩინა, ვინც ჩვენი განვითარება უზრუნველყო, ვინც ჩვენ დღეს იმ დონის სახელმწიფომდე მიგვიყვანა, რომელიც გვაქვს. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ცუდი ქვეყანა არ გვაქვს. ვიმეორებ, პარტნიორებისთვის იმის დაბრალება, რომ მათ ჩვენი ომში ჩართვა უნდათ, ნამდვილად უსინდისობაა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
  2. ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
  3. 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
  4. ამოქმედდა ვებგვერდი www.ekalata.gov.ge, სადაც ფასდაკლებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი
  5. რუსეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა 17 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს, რომელმაც ქართული კრიპტო პლატფორმების ქსელი გაშიფრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ