გაეცანით დათო გორგილაძის რჩევებს საქართველოს ბანკის კამპანიის “ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზაფხულის დადგომასთან ერთად ცხოვრების ტემპი თითქოს ნელდება. ადამიანების ერთი ნაწილი ახალი ემოციების აღმოსაჩენად თავს ბუნებას — მწვანე მთებსა თუ ქვიშიან სანაპიროებს აფარებს მეორენი კი ნახევრად დაცარიელებულ ქალაქებსა თუ სოფლებში რჩებიან. თუმცა, ორივე მათგანს ერთი საერთო რამ აერთიანებს — ახალი თავგადასავლების ძიებაში ისინი ხშირად თავს ლიტერატურას აფარებენ. სხვადასხვა გარემოში ერთი მიზნით გაერთიანებულნი კი აგროვებენ იდეებს, ახალ პერსპექტივებს, ისტორიებს...
სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა საქართველოს ბანკმა, მკითხველთათვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა — საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში “ჩაინიშნე საკითხავი და გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები გამოიცა, რომელთა მეშვეობით, კითხვის მოყვარულებს მისცა შესაძლებლობა, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. მათგან ერთ-ერთი დათო გორგილაძეა.
“მხატვრული ლიტერატურის აღმოჩენით ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა იმიტომ, რომ მივხვდი, არსებობს ამ რეალურ სამყაროზე ბევრად უფრო საინტერესო, გამოგონილი სამყარო, რომელიც ხანდახან უფრო ნამდვილია, ვიდრე ის გარემო, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ“, — ამბობს დათო გორგილაძე.
საქართველოს ბანკის იდეათეკის კამპანიის ფარგლებში მან ორი წიგნი შეარჩია — კორმაკ მაკართის “გზა“ და ნილ გეიმანის “კორალაინი”.
კორმაკ მაკართის “გზაზე“ საუბრისას განმარტავს, რომ ეს “არ არის იოლად წასაკითხი წიგნი. არც მაინცდამაინც სასიამოვნო მოგონებებს და განცდებს გიტოვებს, მაგრამ, მე მგონი ამ წიგნის წაკითხვა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მზად ხვალინდელი დღისთვის და გავიგოთ რას ნიშნავს აბსოლუტურ, სრულ უიმედობაში იმის განცდა, რომ შენ გვერდით არის ვიღაც, ვისაც უყვარხარ უანგაროდ და უყვარხარ სიგიჟემდე“.
განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში უკვე ხელმისაწვდომია. ასევე, მათი შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ს ვებგვერდსა და და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე).
კითხვის მნიშვნელობაზე კი შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვევაა, რომლის გამომუშავებაც თითოეულ ადამიანს შეუძლია. მთავარი მონდომებაა.
“დავიწყოთ ხუთი წუთით, მერე გადავალთ ათ წუთზე და მერე ისე შევტოპავთ, რომ უკან დასახევი გზა, უკან გამოსასვლელი გზა, უბრალოდ, დაგვეკარგება და აღმოვაჩენთ, რომ მხატვრული ლიტერატურა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავგადასავალი ჩვენს ცხოვრებაში“, — ამბობს დათო გორგილაძე.
სწორედ ამ ჩვევის გამომუშავების ხელშეწყობაა საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის იდეაც, რომელიც მკითხველისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნის პარალელურად, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ახალი თაობისთვის მრავალფეროვან ბიბლიოთეკასა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს 2019 წლიდან ახორციელებს. ეს არის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ინტერესიანი ახალგაზრდებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით — კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით. შედეგად, დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა გომბორის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
კომენტარები