ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

22 Jul. 2024, 12:08

ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს, თუმცა, ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში.

ტრამპის მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა, შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ.

როდესაც მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იმ დროს როდესაც მიენიჭა დსთ-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო უხეში უსამართლობა, ასეთი უსამართლობა მე მგონია, რომ აღარ მოხდება, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება.

განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, 21 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა და არ აპირებს ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ოფიციალურად მხარი დაუჭირა და პარტიას შესთავაზა, რომ სწორედ ჰარისი იყოს მათი საპრეზიდენტო კანდიდატი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ