ირაკლი კობახიძე

22 Jul. 2024, 15:48

რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა.

რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებს და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ, ვინც ქმნის პრობლემას საქართველოსთვის, ეს არის "გლობალური ომის პარტია“ და ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ "გლობალური ომის პარტიაში“ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, უბრალოდ, სამწუხაროდ, "გლობალურ ომის პარტიას“ აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ამიტომ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ხვდება და აქვს სწორი შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

მე ვეთანხმები იმ მოცემულობას, რაც არის ამ ქვეყანაში. მოცემულობა არის ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული. ეს არის ფაქტი და მოცემულობა. მეორე მოცემულობა არის ის, რომ 2022 წლიდან დღემდე "გლობალური ომის პარტია“, მათ შორის, კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით ცდილობდა საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას. სამწუხაროდ, "გლობალური ომის პარტიას“ აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, რასაც მგონი მთელი საზოგადოება ხედავს. ეს არის მოცემულობა, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი

კრისტა პაიკს 18 წლის ასაკში ჩადენილი მკვლელობისთვის სასჯელის უმძიმესი ფორმის განაჩენი რამდენიმე დეკადის წინ გამოუტანეს.…