ბექა დავითულიანი

9 Jul. 2024, 13:31

საქართველო დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს. როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი, დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება.

იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ.

მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით.

სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ასე არ მოხდეს და საქართველოს მხრიდან თავისი ინტერესების დაცვა პირდაპირპროპორციულად ასახონ დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების შეფერხებაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს.

სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და ამ თანხების სამოქალაქო სექტორში გადასროლა სურთ და საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა ეს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია.

ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა დღეს, 9 ივლისს, მედიასთან კომენტარში.

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია.

ასევე, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…