ნახეთ: ხმელეთის ყველაზე დიდი მიგრაცია — 6 მილიონი ანტილოპა ერთად გადაადგილდება
აღმოსავლეთ აფრიკაში ხმელეთის ყველაზე დიდი მიგრაცია დააფიქსირეს. კადრებში ჩანს თუ როგორ გადაადგილდება 6 მილიონი ანტილოპა ერთად.
28 აპრილიდან 15 მაისამდე, სეზონის პირველი წვიმების შემდეგ, სამხრეთ სუდანის მკვლევრებმა მილიონობით მიგრირებადი ძუძუმწოვარი აღწერეს.
"ბუნებაში დიდი მიგრაციები ხშირად ხდება. ცხოველებისთვის ეს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა", — თქვა პიტერ ფეარჰედმა, African Parks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
დღეს ბუნებაში ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება. 1980-იან წელთან შედარებით დიდი ძუძუმწოვრების რაოდენობა კატასტროფულად კლებულობს. ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე ბრაკონიერობაა.
ყველაფერ ამას ემატება რეგიონში ეთნიკური კონფლიქტები, რაც ცხოველების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნის.
"ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკოსისტემის დასაცავად ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებთან მუშაობაა აუცილებელი", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები