უკან საწყისებისკენ — Land Cruiser Prado 2024-ის პრეზენტაცია საირმეში გაიმართა
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხო, კიდევ უფრო სანდო, კარგად ნაცნობი სტილი და მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები - Toyota Land Cruiser Prado 2024 ტოიოტა ცენტრი თეგეტას შოურუმშია. ლეგენდარული მოდელის ახალი სერია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ორი თვის წინ შედგა, ქართულმა კომპანიამ მომხმარებელს საირმეში წარუდგინა.
Toyota Land Cruiser Prado 250-ის დიზაინი Prado-ს თავდაპირველი ვერსიის შტრიხებს იმეორებს. მკაცრი, გამოკვეთილი ფორმებით გამორჩეული მოდელი ტოიოტას ინჟინრებმა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვეს და ახალი Crossover-ი უკან საწყისებისკენ კონცეფციაში მოაქციეს.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: "70 წელზე მეტია, Land Cruiser Prado იწარმოება. დასაწყისიდანვე ეს მოდელი გამორჩეული იყო თავისი გამძლეობით, მაღალი ხარისხითა და სანდოობით. ამ წლების განმავლობაში ტოიოტას ინჟინრები მუდმივად აუმჯობესებდნენ მის შესაძლებლობებს. Prado-ს ეს ახალი ვერსია, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს შოურუმში, კიდევ უფრო დახვეწილია, გაუმჯობესებულია მართვა როგორც უგზოობის პირობებში, ისე გზატკეცილზე - ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას მძღოლი უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება. Land Cruiser Prado 2024-ის მოდელი შეიქმნა კონცეფციით „უკან საწყისებისკენ“, რაც, პირველ რიგში, მოდელის ვიზუალზე აისახა. ექსტერიერი პირვანდელ იერსახეს იბრუნებს და მისი ფორმები უფრო კუთხოვანი ხდება. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ეს ახალი, გამორჩეული ავტომობილი ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ."
ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციისათვის ტოიოტა ცენტრი თეგეტამ სტუმრებს ორდღიან ღონისძიებაზე უმასპინძლა. წარდგენას საირმეში კომპანიის ერთგული მომხმარებელი, ბიზნესპარტნიორები, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმომადგენლები და ტოიოტა კავკასიის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.
ღონისძიება TBC ლიზინგის, TBC დაზღვევის, ალდაგის და სამშენებლო კომპანია იდეა დეველოპმენტის მხარდაჭერით გაიმართა.
პრეზენტაცია კურორტ საირმეში საგანგებოდ დაიგეგმა. ერთი მხრივ, საუკეთესო საოჯახო ავტომობილი, რომელიც იმედგაცრუებულს არც ოფროუდის მოყვარულებს დატოვებს, მასპინძლებმა საირმის მყუდრო და ამავე დროს ექსტრემალურ გარემოს მოარგეს.
მთავარი ლოკაცია საირმის პარკი იყო, კულმინაციური მომენტისათვის კი უჩვეულო დრო, ღამის საათები შეირჩა კონკრეტული მიზეზით. ტყით დაფარულ სპეციალურად სრულად ჩაბნელებულ ტერიტორიაზე ახალი Prado სტუმრების ყურადღების ცენტრში მოექცა. მკვეთრი განათების ფონზე უახლესი თაობის მოდელი შთამბეჭდავ სანახაობას ქმნიდა.
ღონისძიების მეორე დღე ტესტდრაივს დაეთმო. ზღვის დონიდან 950 მეტრზე, საირმის ტერიტორიაზე იაპონური ბრენდის მოყვარულებმა Land Cruiser Prado 2024-ის შესაძლებლობები თავად გამოცადეს. ავტომობილით, რომელშიც მთავარი აქცენტი კომფორტსა და უსაფრთხოებაზეა, სტუმრებმა საგანგებოდ მონიშნული 1,5-კილომეტრიანი ოფროუდ მარშრუტი დაფარეს.
Toyota Land Cruiser Prado 70 წელზე მეტია იწარმოება და ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ავტომობილს ითვლის.
Toyota Land Cruiser Prado J250
უკან საწყისებისკენ — ამ კონცეფციით განაახლა იაპონურმა მწარმოებელმა ლეგენდარული მოდელი, რაც, პირველ რიგში, დიზაინზე აისახება. მრგვალის ნაცვლად, ტოიოტამ ექსტერიერში საწყისი, კუთხოვანი ფორმები დააბრუნა.
Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის ჩარჩო 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო. რაც შეეხება კონსტრუქციას, მისი სიმტკიცე, ძარასთან ერთად, 30%-ით არის გაზრდილი.
ავტომობილის სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე - 1,98 მ; ხოლო სიმაღლე - 1,87 მ.
შასის კონსტრუქცია: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონი გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს ხდის და მოჭიდებას აუმჯობესებს.
კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (კომპლექტაციის მიხედვით), უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია.
არაერთი სიახლეა ინტერიერში - მძღოლის განკარგულებაშია ციფრულ ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციისთვის. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით.
ახალ ავტომობილს სავარძლების ორი ან სამი რიგით (5-7 მგზავრი) აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. ცოცვის რეჟიმი.
ამ ეტაპზე Toyota Land Cruiser Prado ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიზელის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.
კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი და შეჯახებისგან დაცვის სისტემა.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა არასრუწლოვანი ბიჭი გოგოს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა — პოლიციამ 15 წლამდე ბიჭი დააკავა
გადახედვა
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა



კომენტარები