Voyager 1-თან კონტაქტი სრულად აღდგა
Voyager 1, ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე შორს მყოფი კოსმოსური ხომალდი, კვლავ ფორმაშია. ამ მომენტისთვის ზონდთან კონტაქტი სრულად აღდგენილია და ინფორმაცია ოთხივე სამეცნიერო ინსტრუმენტიდან მოდის. ეს ნიშნავს, რომ NASA კვლავ იღებს ინფორმაციას პლაზმის ტალღებზე, მაგნიტურ ველებსა და სივრცეში მიმოფანტულ ნაწილაკებზე.
Voyager 1-დან მონაცემების გამოგზავნა 2023 წლის ნოემბერში შეწყდა. ინჟინრებმა ამის მიზეზი 45 საათის განმავლობაში არ იცოდნენ. უკვე აპრილში დაიწერა, რომ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ. მიუხედავად ამისა, აპარატი სამეცნიერო ღირებულების ინფორმაციას მაინც ვერ აგზავნიდა.
აპარატთან კომუნიკაციის აღდგენაზე მუშაობა გაგრძელდა და უკვე მაისში ინფორმაცია ორი ინსტრუმენტიდან იგზავნებოდა. და, აი, ახლა NASA-ს განცხადებით, Voyager 1, რომელიც დედამიწიდან 24.1 მილიარდ კილომეტრითაა დაშორებული, კვლავ ფორმაშია. ეს ნიშნავს, რომ ზონდი სამეცნიერო ოპერირებას ჩვეულებრივ ახდენს. ახლა სააგენტოს ხელახალი სინქრონიზაცია სჭირდება.
ცნობისთვის, აპარატი კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს, 35 წლის შემდეგ კი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელმაც მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გააღწია.
კომენტარები