სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

3 Jun. 2024, 22:26

ბოლო პერიოდში, ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით.

მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო მაგალითად "ოფშორების კანონს", რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა.

ეს სიტყვა [გამჭვირვალობა] ძალიან მოსწონთ [ქართულ ოცნებას] ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.

ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 3 ივნისს, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს, 17-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი მსჯავრდებული, ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო…