სალომე ზურაბიშვილი

28 May. 2024, 21:34

მე ამ საღამოს თქვენთან ერთად ვარ.

84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე, ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს! ეს მომავალი ჩვენია და მე ახლა გეტყვით, რა არის ჩვენი გასაკეთებელი: ამათ ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელები ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს?

ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.

გაბრაზებულები ხართ დღეს, ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ, ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია, უნდა მოხმარდეს იმას, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მე მოვაწერ ხელს რეფერენდუმს.

გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მომავალი, 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის, იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ [საპროტესტო აქციაზე], ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.

მეორე მთავარი საქმე — თქვენ, ვინც აქ ხართ ახალგაზრდები, როცა მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის კიდევ ნახევარი მილიონი ხმა, როგორც მინიმუმ, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს და მე, ამ დროს, იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი მეგობრები (რადგან ზოგმა ვერ გაიგო, ვინ არის მეგობარი და ვინ საუკუნოვანი მტერი), ჩვენს გვერდით იქნებიან.


შეიძლება ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, იმიტომ რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი.

26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ.

მე ვარ თქვენ გვერდით, მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება

ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია სამუშაო გარემოს ცვლის. ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ ექსპერიმენტულ ინსტრუმენტებად…