გაიცანით Horsetours, რომელმაც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შეთავაზებით ისარგებლა
ფოტო: საქართველოს ბანკი
დიდი ხანია, რაც მცირე თუ დიდ ბიზნესებს საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროგრამითა და შეთავაზებით მხარს უჭერს. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში, რომლებიც ბიზნესის სამართავად ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პლატფორმებია, მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები მუდმივად ხვდებათ, რაც განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს გულისხმობს. ბიზნეს ასოციაცია SMEDA-თან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი შეთავაზება გამოჩნდა: SMEDA-ს ბიზნეს კლუბის — Starta Business Club-ის წევრები Ads მენეჯერში შექმნილ შეთავაზებაზე 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.
SMEDA, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, სხვადასხვა პროგრამითა და ინიციატივით ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ბანკთან ერთად შექმნილი შეთავაზება კი, ბიზნესებს მომხმარებელთა უფრო დიდ სეგმენტთან წვდომის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები, ქეშბექი) ჯამში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თქვენი ბიზნესის გაცნობას გულისხმობს.
Horsetours-მა, რომელიც ცხენოსნობის მოყვარულებს მრავალფეროვან ტურებს სთავაზობს, Ads მენეჯერის ახალი შეთავაზებით უკვე ისარგებლა. Horsetours ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და პანდემიის პერიოდის გამოწვევების მიუხედავად, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარულ ონლაინ პლატფორმად იქცა. თუ რას სთავაზობს დღეს Horsetours მომხმარებლებს და როგორია საქართველოს ბანკის როლი ბიზნესის მართვაში, Horsetours-ის დამფუძნებელი, ანა ნადირაძე, გვესაუბრა.
Horsetours საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს არის მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს, მათ შორის საათობრივ, ერთდღიან და მრავალდღიან ტურებს არა მხოლოდ საქართველოს გარშემო, არამედ უკვე ყირგიზეთშიც. მომხმარებელს შეუძლია, მარტივად იპოვოს თავისთვის შესაბამისი და სასურველი ტური და დაჯავშნოს ონლაინ. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ დაუვიწყარი თავგადასავლებით, ჩაერთონ განსხვავებულ გამოცდილებაში და მოინახულონ უნიკალური და ისტორიული ადგილები ცხენთან ერთად, — ამბობს ანა ნადირაძე.
Horsetours-ის ვებგვერდის გაშვებისას გადახდების დამატება გახდა საჭირო, რისთვისაც ანამ საქართველოს ბანკი აირჩია. ამის მიზეზი კი ის უპირატესობები გახდა, რომლებსაც საქართველოს ბანკი დამწყებ ბიზნესებს სთავაზობს.
საიტის გამართვის შემდგომ სწრაფადვე დავაინტეგრირეთ გადახდები. საქართველოს ბანკი ავირჩიეთ სხვადასხვა მიზეზის გამო: პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო American Express-ის ბარათის გამოყენება, რომლის ექსკლუზივიც საქართველოს ბანკს აქვს. ასევე, საქართველოს ბანკი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უცხოური ბარათების მიღებაც, რადგან ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა სწორედ უცხოელები არიან. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ტექნიკური გუნდიც საკმაოდ სწრაფად რეაგირებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო დახვეწილი ბიზნეს მობილბანკი ტრანზაქციების სწრაფად და მარტივად განსახორციელებლად.
საქართველოს ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ბიზნესის განვითარებაში, რადგან საბანკო გადახდებს და განსაკუთრებით, უცხოური ბარათებით გადახდებს ჩვენს პლატფორმაზე დიდი წილი უჭირავს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მუდმივად საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. ერთ-ერთი იყო B2B ფორუმი, რომლის მეშვეობითაც მოვიზიდეთ პარტნიორებიც და მომხმარებლებიც. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი Ads Manager, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ და ვცდილობთ, ეს მხარდაჭერაც მაქსიმალურად ავითვისოთ, — აღნიშნავს ანა ნადირაძე.
Horsetours ერთ-ერთი პირველი ბიზნესია, რომელმაც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში 30%-იანი თანადაფინანსებით მომხმარებლებისთვის შეთავაზება შექმნა. თანადაფინანსების პირობები ასეთია: მაგალითად, თუ ბიზნესი შექმნის 50%-იან ქეშბექს და მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელი ექნება ჯამურად, შეთავაზების ფარგლებში — 1000 ლარი, ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებს საქართველოს ბანკი. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 500 ლარია.
ვფიქრობ, Startup-მა ყველა შანსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თუნდაც დამატებით ერთმა ადამიანმაც გაიგოს მათ შესახებ. სიახლეებისა და ფასდაკლებების შეთავაზება კი საუკეთესო შანსია, მოიზიდო მომხმარებელი და ჩართო შენს გამოცდილებაში, — ამბობს ანა ნადირაძე.
თუ შენი ბიზნესისთვის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა გსურს, ზუსტ ინსტრუქციას აქ ნახავ.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
კომენტარები