დათა თავაძე

28 May. 2024, 11:14

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს “ქართულმა ოცნებამ”, ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს! ჩვენ ორი თვეა ვასწავლით ერთმანეთს ამ სიახლეს! ერთმანეთს ვასწავლით, როგორ უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი, რომ არასდროს მივატოვებთ ერთმანეთს! ორი თვეა ერთმანეთს ვასწავლით უშიშრობას, ანუ თავისუფლებას, სიცილს ნებისმიერი საფრთხის წინაშე! ერთმანეთს ვასწავლით ბრძოლის სრულიად ახალ გზებს, რომლის წესებიც ვერ ამოიცნეს ჩაჟანგებულმა “ძველებმა”, თავისუფლების მოძულეებმა, ამიტომაც ვჯობნიდით ყოველ დღე!

ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ, რა არის და როგორ უნდა ვიზეიმოთ ჩვენი მთავარი მონაპოვარი — ჩვენი დამოუკიდებლობა! ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ ისტორიის, რწმენისა და ერთობის სიყვარული, რომ, თურმე, შესაძლებელია გულწრფელად გიყვარდეს შენი ფესვები, – ნამდვილი, ცოცხალი ტრადიციები, — და ამავდროულად, მუდმივად მზად იყო განახლებისთვის 

ჩვენ გავაცოცხლეთ ენა! ჩვენ გავაახლეთ ხელოვნება! ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ახალ ენაზე, თავისუფლებისა და სიყვარულის ენაზე, რომელიც მხოლოდ მათ ესმით, ვისაც თავისუფლება და სიყვარული უყვარს!

ჩვენ ვნახეთ ახალი საქართველოს გაზაფხული!

თვალი მოვკარით ახალ საქართველოს!

დღეს კიდევ ერთხელ დავიცავთ მას —დღეს მისი დაცვის დღეა!

გამოდი გარეთ, დაიცავი ახალი საქართველოს გაზაფხული!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მან გაეროს…