ძველი ღირებულებების ახალი სიცოცხლე — სულ მალე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერაა, ის მრავალი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის სასწავლებელი იყო და მდიდარი ისტორიით ხასიათდება. შესაბამისად, სკოლა XIX და XX საუკუნეში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ინტელექტუალურ და შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა.
სულ მალე კი ამ სამსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება - მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისთვის, განათლებისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა რესურსით უზრუნველყოფს.
თუმცა, სანამ სკოლის მდიდარი გამოცდილებისა და თანამედროვე სივრცის ურთიერთგადაკვეთაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებდეთ, სკოლის ისტორიას მოგიყვებით.
სამი საუკუნის ამბავი
ქუთაისის პირველი სკოლა სამ საუკუნოვან ისტორიას აერთიანებს. მისი ამბავი ჯერ კიდევ 1830 წლიდან იწყება. მაშინ, ქუთაისში საშუალო ტიპის სამაზრო სასწავლებელი დაარსდა, სულ რაღაც 20 წელიწადში, 1850 წელს კი ის ქუთაისის გუბერნიის შექმნის გამო ჯერ გიმნაზიად, შემდეგ კი 1879 წელს კლასიკურ გიმნაზიად გადაკეთდა. XX საუკუნის დასაწყისში კლასიკური გიმნაზია გაუქმდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული, XXI საუკუნის დასაწყისამდე მრავალგზის იცვალა სახე. 2005 წლიდან კი ის აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სახელით ფუნქციონირებს.
მრავალი გარდატეხისა და ცვლილების მიუხედავად, სკოლას საგანმანათლებლო საქმიანობა არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია.
შესაბამისად, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია მრავალი ოქროს თაობის წარმომადგენლის სასწავლებლად იქცა. აქ აღიზარდნენ აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი... — ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოში საუნივერსიტეტო განათლებას ჩაუყარეს საფუძველი.
ამასთან, გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ სიმბოლისტი პოეტებიც: ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, შალვა აფხაიძე, რომელთა ლიტერატურული შემოქმედება ევროპეიზაციის იდეასა და ჩვენში ევროპული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.
პირველი სკოლა დღეს
2014 წლიდან ქუთაისის პირველი სკოლის დირექტორი სალომე სარალიძეა. როგორც გვიყვება, სკოლის მიზანი მოსწავლეებისთვის ისეთი ხარისხიანი განათლების მიცემაა, რომელიც მათ დასავლეთის, განსაკუთრებით კი გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება. რათა შემდეგ, მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
"უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სოციალური გამოკვლევის თანახმად, სკოლა უცვლელად ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სკოლის სტატუსს, რასაც ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების წარმატება განაპირობებს როგორც ოლიმპიადებზე, ასევე საგრანტო კონკურსებში.
ჩვენთვის მთავარი მიზანი, დასავლური, მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტებზე სწორებაა. ამიტომ, ვცდილობ, სკოლაში მუდმივად განვახორციელოთ ახალი პროექტები და პროგრამები, დავუპარტნიორდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რაც დაგვეხმარება, ჩვენი მოსწავლეებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო ბევრი შესაძლებლობა.
მაგალითად, როგორც გოეთეს ინსტიტუტის პარტნიორმა სკოლამ, მოვიპოვეთ DSD-ს სტატუსი, რომლის საფუძველზეც გერმანული ენის გაძლიერებული სწავლება გადავიდა გერმანული უწყების კომპეტენციაში. ამით წარმატებულ მოსწავლეებს გზა ეხსნებათ გერმანული უნივერსიტეტებისაკენ, რითაც გრძელდება კლასიკური გიმნაზიის საუკეთესო ტრადიცია. გენდერული კუთხით ჩართული ვართ გაეროს ქალთა ფონდისა და UNPRA-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში, გენდერული თანასწორობა ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, მონაწილეობა მივიღეთ პროექტში დემოკრატია იწყება სკოლიდან", — გვიყვება სალომე სალარიძე.
საქართველოს ბანკის იდეათეკა — სივრცე შემეცნებისთვის
მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად კი სულ მალე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის იდეათეკა გაიხსნება.
საქართველოს ბანკის იდეათეკა მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც მოსწავლეებს შემეცნებისა და განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს. ის ახალგაზრდებს აძლევს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, როგორც ზოგადი ასევე სასკოლო განათლებისთვის საჭირო რესურსებზე, STEM კუთხეზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე.
რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ბანკის იდეათეკა მოსწავლეებისთვის ქმნის სივრცეს, ახალი აღმოჩენებისთვის.
დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკები საქართველოს 9 რეგიონის 21 სკოლაში ფუნქციონირებს და 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა კი 2000-ზე მეტ მოსწავლეს დაეხმარება, იპოვონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, შეიმეცნონ უფრო მეტი და გადადგან პირველი ნაბიჯები მეცნიერების უსაზღვრო სამყაროში.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები