რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
ფოტო: რადიო თავისუფლება
რა ხდება: დღეს, 1-ელ მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიებზე გუშინ, 30 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ.
- შსს-ს ვერსიით, "საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი."
ამ თემაზე: საია — საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
მოვლენათა განვითარება შსს-ს ვერსიით:
"აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ საკუთარი პროტესტი, თუმცა დღის ბოლოს დაახლოებით 21:00 საათზე, მას შემდეგ, რაც პლენარული სხდომა მიუახლოვდა დასასრულს, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ პოლიტიკური ლიდერები და აქციის მონაწილეები განთავსდნენ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე მდებარე შენობის გამოსასვლელებთან.
- ისინი ხელოვნურად ბლოკავდნენ გამოსასვლელებს და აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობის დატოვების შესაძლებლობას.
- პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა, ამასთან, აქციის მონაწილეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად გაეგრძელებინათ პროტესტის გამოხატვა. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მშვიდობიანად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ თავდასხმებს პოლიციელებზე და ცდილობდნენ კორდონების გარღვევას.საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
- ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს. ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის ქვებს, ბოთლებს.
- ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.
საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სათანადო გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით, 22:15 საათზე, პოლიციამ თანმიმდევრულად დაიწყო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება, კერძოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის.
- სამართალდამცველების მიერ, სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ, ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ქმედებები მალევე გადაიზარდა კვლავ ძალადობაში.
- შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების, ასევე, ადგილზე სპეციალური ხმოვანი საშუალებით აქციის მონაწილეთა გაფრთხილების შემდგომ, დაახლოებით 23:40 საათზე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისა და მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვა სპეციალურ საშუალებებთან ერთად გამოიყენეს წყლის ჭავლი.
რუსთაველის გამზირზე და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ძალადობრივი ქმედებები, რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც სპეციალური საშუალების გამოყენება პოლიციას არაერთხელ მოუხდა.
აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში, არაერთხელ გახდნენ აგრესიულები სამართალდამცველების მიმართ, ისინი პოლიციის მისამართით ხშირად ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს და საგნებს, მოახდინეს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვა სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით და დააზიანეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურა. საზოგადოებამ კარგად ნახა, და ეს სხვადასხვა არხების პირდაპირ ეთერებშიც კარგად ჩანდა, რომ არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობრივ ქმედებებს. კადრებშიც კარგად ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება.
- ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას.
- რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 00:30 საათისთვის თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს და მიუხედავად მათი მცირე რაოდენობისა ხელოვნურად, საგნებისა და ტექნიკისა და სხვადასხვა კონსტრუქციის გამოყენებით რამდენიმე საათით ჩაკეტეს თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, კერძოდ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა. აქციის მონაწილეები გამოხატავდნენ აგრესიას ავტომობილების მძღოლების მიმართ, მათ ასევე დააზიანეს კერძო პირების ავტომობილები.
- რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 04:30 საათიდან საპოლიციო დანაყოფებმა სრულად გაათავისუფლეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია სამართალდამცველების შეურაცხყოფა, მათზე თავდასხმა და ნებისმიერი სახის ძალადობა, ყველა ასეთ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება."
საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გასულ ღამეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პარლამენტთან აქციის მონაწილეთა დარბევა უკანონოა.
ორგანიზაციის თქმით, რუსული კანონის და დაანონსებული რეპრესიების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალება "წიწაკის სპრეის" ახლო მანძილიდან, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ და არაპროპორციულად.
საია აცხადებს, რომ:
- აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე ტერიტორიის დასატოვებლად და იმ ტერიტორიისაგან გასარიდებლად, სადაც საპოლიციო ძალებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
- საპოლიციო ძალების ტაქტიკა, რომელიც იკავებს ან ალყაში აქცევს მონაწილეებს და ხელს უშლის მათ მიერ ტერიტორიის დატოვებას, არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
- კადრებში, ასევე, ჩანს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტები მოქალაქეებზე, მათ შორის, ქალებზე .
- ამ ვითარებაში, მობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა არაპროპორციულად დაბალია.
- პარალელურად მიმდინარეობს მოქალაქეების ადმინისტრაციული წესით დაკავება. სპეცრაზმი ისვრის გაზის კაფსულებს დემონსტრანტების მისამართით.
სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც მოუწოდებდა შეკრებილებს პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეების გათავისუფლებისკენ.
22:17 საათზე შსს-მ გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ “გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები”.
საია მიმართავს შსს-ს თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამად აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობენ, რომ ისინი არღვევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს შინაგან საქმეთა მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას, რომლის თანახმად:
- სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ აქციის ორგანიზატორებსა ან მონაწილეებთან მოლაპარაკება ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
- ინსტრუქცია არეგულირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გამოყენების სტანდარტებს და ადგენს პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპს, კერძოდ: "სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ფიზიკური ძალის ან/და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და კონკრეტული გარემოებებისთვის საჭირო მინიმალური ოდენობით."
- ინსტრუქციის თანახმად, სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
- ინსტრუქციის მიხედვით, აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად.
-
"რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე "რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ 10+ ქვიზი, რომლებიც ივნისში მოგიმზადეთ და არ უნდა გამოგრჩეთ
გადახედვა
-
ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან ინტერვიუ საერთაშორისო ბესტსელერის — გახლეჩილი მიწის ავტორთან — კლერ ლესლი ჰოლისთან
-
გამოავლინეს სწრაფი ობობა, რომელიც მოძუნძულე ადამიანსაც გაასწრებს გამოავლინეს სწრაფი ობობა, რომელიც მოძუნძულე ადამიანსაც გაასწრებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ უძლებს ეგვიპტის უდიდესი პირამიდა მძლავრ მიწისძვრებს — კვლევა როგორ უძლებს ეგვიპტის უდიდესი პირამიდა მძლავრ მიწისძვრებს — კვლევა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა სასამართლო პროცესზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
შეუძლიათ თუ არა ჟირაფებს მათემატიკური გამოთვლები? — ახალი კვლევის შედეგები შეუძლიათ თუ არა ჟირაფებს მათემატიკური გამოთვლები? — ახალი კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ანა წითლიძე: ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს ანა წითლიძე: ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ. ამ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილის პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება
გადახედვა
-
გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება გაგიკ წარუკიანის სახლსა და ოფისებში ჩხრეკა ტარდება
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ორსულობის მოწმობას წარმოადგენს ირაკლი კირცხალია ამბობს, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ორსულობის მოწმობას წარმოადგენს
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: თვითონ თუ იციან, რას აპროტესტებენ? არ იციან იმიტომ, რომ რეალური პროტესტი დგას რაღაცა ფუნდამენტზე და ამათ ფუნდამენტი არ აქვთ ირაკლი კირცხალია: თვითონ თუ იციან, რას აპროტესტებენ? არ იციან იმიტომ, რომ რეალური პროტესტი დგას რაღაცა ფუნდამენტზე და ამათ ფუნდამენტი არ აქვთ
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდრადშობილ პორტად იქცეს" რომან გოცირიძე: "ანაკლიის პროექტი შეიძლება მკვდრადშობილ პორტად იქცეს"
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში მაშა და დათვის აკრძალვა უნდათ — აი, რატომ დიდ ბრიტანეთში მაშა და დათვის აკრძალვა უნდათ — აი, რატომ
გადახედვა
-
ბავშვთა მიმართ ძალადობრივი რეკლამების გამო ინდოეთის მთავრობა Meta-სგან პასუხს ითხოვს ბავშვთა მიმართ ძალადობრივი რეკლამების გამო ინდოეთის მთავრობა Meta-სგან პასუხს ითხოვს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ინგლისური სიტყვა არეული ასოებით ქვიზი: გამოიცანი ინგლისური სიტყვა არეული ასოებით
-
მიხეილ ყაველაშვილი: ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში მიხეილ ყაველაშვილი: ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად დავგმოთ ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა
გადახედვა
-
7 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება 7 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება
გადახედვა
კომენტარები