შემდეგი პოდკასტი: ჰიგსის ბოზონი — რა აძლევს სამყაროს მასას
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ნობელიანტი ფიზიკოსი პიტერ ჰიგსი 8 აპრილს, 94 წლის ასაკში მოკვდა. ჰიგსის ბოზონს ეს სახელი სწორედ მის პატივსაცემად უწოდეს.
პიტერ ჰიგსი 1960-იანი წლებიდან ცდილობდა ამოეხსნა, რატომ აქვს ატომებს მასა და, ზოგადად, რა უნარჩუნებს სამყაროს ერთიანობას. უკვე 2012 წელს, CERN-ში არსებული დიდი ადრონული კოლაიდერით ჰიგსის ნაწილაკი აღმოაჩინეს.
ჰიგსის ბოზონი კვანტურ ფიზიკაში უმნიშვნელოვანესია და მას "ღმერთის ნაწილაკსაც" უწოდებენ.
პოდკასტში სწორედ ჰიგსის ბოზონზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ იმას, თუ რატომ აქვს ნაწილაკებს მასა და როგორ მუშაობს სამყარო. ჩვენი სტუმარი ფიზიკოსი ბექა მოდრეკილაძეა.
კომენტარები