პუტინის პრესსპიკერი ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, მიიღოს რუსული კანონი
ფოტო: URA.RU
მოკლედ: "საქართველო, უდავოდ, ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება ჩვენს ინტერესში შედის", — ამის შესახებ განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
- კრემლის პროპაგანდისტული რია ნოვოსტის მიხედვით, პესკოვს ჰკითხეს, აკონტროლებს თუ არა კრემლი საქართველოში არსებულ სიტუაციას, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გარშემო.
დეტალები: პესკოვმა ასევე ისაუბრა საქართველოში ოპოზიციის რეაქციაზე, რომელიც გამოწვეულია ქართული ოცნების ინიციატივაზე, კიდევ ერთხელ სცადოს, მიიღოს რუსული კანონი.
პესკოვი: "ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ოპოზიციის საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას ასეთ გეგმებზე, მაგრამ აქ ჩვენ, ალბათ, უბრალოდ, გვჭირდება, უფრო აქტიურად ავუხსნათ, რომ აბსურდია ამის რუსულ პროექტად მიჩნევა".
პუტინის პრესმდივანმა განაცხადა ისიც, რომ პირველი ქვეყანა, რომელმაც უცხო აგენტებთან ბრძოლის ეს სისტემა შეიმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატებია.
- "ახლა კი, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ებრძვის მათ, ვინც უცხო სახელმწიფოს აგენტია, იღებს ფულს, ან იმყოფება უცხო სახელმწიფოების გავლენის ქვეშ. ეს, არსებითად, გლობალური პრაქტიკაა", — ამბობს ის — "არც ერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა მის შიდა პოლიტიკაში, ეს ნორმალური პრაქტიკაა."
სტრიქონებს შორის: 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს, ვლადიმერ პუტინი, ისევე, როგორც საქართველოში ქართული ოცნება, სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა. შედეგად, კანონის მიღებიდან მალევე, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.
- 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით. [მეტი]
ფართო სურათში: კრემლის მსგავსად, ქართული ოცნება ისე საუბრობს ამერიკულ კანონზე FARA (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი), რომ ადამიანებს არ ეუბნება მთავარს:
რა არის FARA:
- მარტივად — ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონი, რათა ნაცისტური იდეებისგან დაეცვა საზოგადოება და პოლიტიკა.
- კონტექსტი — იმ დროს, ნაცისტური გერმანია, ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით, აგრესიულად აფართოებდა საკუთარ გავლენას ევროპაში და არამხოლოდ; ნაცისტური რეჟიმი ცნობილი იყო თავისი დახვეწილი პროპაგანდისტული ტექნიკით, რომლის მიზანი იყო საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება და მხარდაჭერის მოპოვება საზღვარგარეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ არ იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში 1941 წლის 7 დეკემბრამდე, ქვეყანაში მაინც არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც სიმპათიით იყვნენ განწყობილი ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ და მხარს უჭერდნენ ქვეყნის იზოლაციონისტურ პოლიტიკას.
მათგან ზოგი აქტიურად უწყობდა ხელს ნაცისტურ პროპაგანდას და ცდილობდა, გავლენა მოეხდინა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩართვის საწინააღმდეგოდ.
ამ იდეების ძირითადი ცენტრი შექმნა მოძრაობამ — ამერიკა უპირველეს ყოვლისა.
FARA-ს აღსრულებით კი, აშშ-ს მთავრობას ნაცისტური პროპაგანდისტული მცდელობების იდენტიფიცირება და წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ისევე, როგორც ჯაშუშობის აღკვეთა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.
ამან ხელი შეუწყო ნაცისტების მხარდამჭერების გამოვლენას და ასევე, ჩაშალა მათი ძალისხმევა, შეერყიათ ამერიკული დემოკრატია ნაცისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციით.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ:
- 1938 წლიდან დღემდე, ეს კანონი ბევრჯერ შეიცვალა და დღევანდელი შინაარსით, მიმართულია იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სხვა, უცხო ქვეყნების დაფინანსებით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებენ ლობისტურ საქმიანობას, ან ინფორმაციის, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
- ასეთ შემთხვევაში კანონი აკისრებს ვალდებულებას, დარეგისტრირდნენ და განაცხადონ საკუთარი საქმიანობის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში.
- ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არის ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა: რუსული Russia Today, ჩინური China Daily, იაპონური NHK. ამ დროს კი, რუსეთში უცხოეთის აგენტად არიან გამოცხადებული როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემები, მათ შორის: დოჟდი, მედუზა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, ბელინგქეთი, დოიჩე ველე, ინსაიდერი.
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6ე -ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
-
კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს კობახიძე: აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შუამავლის გარეშე იმპორტმა შესაძლოა ტარიფი შეამციროს
გადახედვა
-
კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე კადრებში რაც ხდება, თავიდან ბოლომდე შეესატყვისება პროპორციულობის პრინციპს — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს ნებისმიერი ღირებულების ავტომობილი 0%-იანი თანადაფინანსებით — რას სთავაზობს Lion Auto მომხმარებლებს
-
Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია Avatar: The Last Airbender-ის პრიქველზე მუშაობა დაწყებულია
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა ეუთოს თავმჯდომარე იგნაციო კასისი 14-16 ოქტომბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა ISFED: "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტიკური ანგარიში შეიქმნა
გადახედვა
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა

კომენტარები